08:09 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-16 15:50:57, 1640 ნახვა

კომენტარი
სახალხო დამცველი: გამოძიებამ მაჩალიკაშვილის ოჯახთან უფრო მეტად უნდა ითანამშრომლოს

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ გამოძიებამ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახთან უფრო მეტად უნდა ითანამშრომლოს.

როგორც ლომჯარიამ მაჩალიკაშვილებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა,  ოჯახს არ სჯერა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი ტერორიზმს ხელს უწყობდა.

"ისინი აღიარებენ, რომ მათი შვილი იცნობდა აღნიშნულ პირებს. თუმცა, მათ არ სჯერათ, რომ ის იყო ჩართული ან ხელს უწყობდა ტერორისტების საქმიანობას საქართველოში. ამიტომ, მათი მოთხოვნა არის, რომ გამოძიებამ წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი მასალა, რაც დაამტკიცებს მათი შვილის დანაშაულებრივ ქმედებას. გარდა ამისა, მაჩალიკაშვილის ოჯახი აცხადებს, რომ სპეცოპერაციის დროს შვილს არ ჰქონია ხელყუმბარა ხელში. ბუნებრივია, რომ საქმის ყველა დეტალი და გარემოება არ გახდება საჯაროდ ცნობილი, თუმცა ვფიქრობ, რომ გამოძიებამ უფრო მეტად უნდა ითანამშრომლოს ოჯახთან", - განაცხადა სახალხო დამცველმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics