|
2017-11-01 17:33:21, 1934 ნახვა
ეკონომიკა
აბრეშუმის გზის ფორუმზე ენერგეტიკის მიმართულებით რეგიონთაშორისი შესაძლებლობების პანელს მოდერატორობას ეითნი თრინორი გაუწევს
ეითნი თრინორი საერთაშორისო სატელევიზიო ჟურნალისტი, მრავალი კონფერენციის პროფესიონალი მოდერატორი და ფასილიტატორია. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ის დუბაიში მედიისა და კომუნიკაციის სპეციალისტებისთვის ტრენინგებსა და კონსულტაციებს ატარებს ენერგეტიკის, ეკონომიკისა და განვითარების საკითხებზე. ეითნი თრინორი OPEC-ის კონფერენციებისა და ვებტრანსლაციის ოფიციალური მოდერატორია. იგი მუშაობდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, უძღვებოდა და მოდერატორობას უწევდა მრავალ საერთაშორისო ფორუმს, მათ შორის ისეთ კონფერენციებს, როგორიცაა SPE ყოველწლიური ტექნიკური კონფერენცია, საერთაშორისო ენერგეტიკული ფორუმი, WFES, ADIPEC, მსოფლიო ენერგეტიკული ფორუმი, აფრიკის გლობალური ბიზნესფორუმი და ა.შ. თრინორი არის CNBC Arabia-ს სპეციალური კონსულტანტი. იგი ასევე ამზადებდა სატელევიზიო ჟურნალისტებს ახლო აღმოსავლეთში, სამხრეთ აფრიკასა და რუსეთში. ეითნი თრინორი საერთაშორისო სატელევიზიო ჟურნალისტად მუშაობდა ისეთ კომპანიებში, როგორიცაა ABC News, Sky News, BBC World და CNBC Europe. მას ასევე მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ევროპაში ტელეკომპანია Bloomberg-ის დაარსებაში. თრინორის რესპოდენტების სიაში, მსოფლიოს ყველა კუთხიდან ათასობით წამყვანი პოლიტიკოსი, დიპლომატი, ენერგეტიკოსი და მაღალი რანგის ბიზნესმენია. თრინორს დამთავრებული აქვს დუბლინის ტრინიტის კოლეჯი და კოლუმბიის კოლეჯი ჩიკაგოში. ეითნი თრინორი ასევე ფლობს ლონდონის ეკონომიკის სკოლის მაგისტრის ხარისხს. http://www.tbilisibrf.gov.ge/en/speakers/energy-transregional-opportunities/148-eithne-treanor
(NS)
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა თელავში გაიმართება - 22-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
რეჟიმი მოდულებიანი (მუყაოსმაგვარი) სკოლების აშენებას გეგმავს
თბილისობა 3-4 ოქტომბერს გაიმართება - მერიამ ₾3,1-მილიონიანი გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა
მაისურზე წარწერის გამო დაკავებულ 70 წლის შოთა ოდიშვილს 15-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაშივიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)