21:08 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-27 12:19:23, 1070 ნახვა

ეკონომიკა
თბილისობა 3-4 ოქტომბერს გაიმართება - მერიამ ₾3,1-მილიონიანი გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა

წელს, თბილისობა 3-4 ოქტომბერს გაიმართება. ღონისძიების ორგანიზებისთვის თბილისის მერიამ 3 114 727 ლარის გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა.

როგორც შესყიდვის აღწერაში წერია, თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით 2026 წლის 3 და 4 ოქტომბერს მერია მრავალფეროვანი კულტურული, გასართობი, შემეცნებითი და სანახაობრივი ღონისძიებების გამართვას გეგმავს.

კერძოდ, სხვადასხვა ლოკაციაზე განთავსდება თემატური დეკორაციები და ინსტალაციები - დეკორირებული თაღები, ფოტოზონები, მოსასვენებელი სივრცეები, ინტერაქციული ინსტალაციები, ფლორისტული ზონები, სცენის დეკორაციები, სხვადასხვა სივრცის სადღესასწაულო მორთულობა. გაიმართება განსხვავებული ჟანრის საბავშვო და საღამოს კონცერტები, თეატრალური წარმოდგენები და პერფორმანსები, კულტურული, სპორტული, საგანმანათლებლო და საბავშვო-გასართობი აქტივობები, ზღაპრის გმირების მსვლელობა. მოეწყობა სამეწარმეო და გასტრონომიული ზონები, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართული და უცხოური სამზარეულო, კულინარიული ზონები და მასტერკლასები, სწრაფი კვების ობიექტები, ტრადიციული ნუგბარის, თაფლის და ღვინის გამოფენა-გაყიდვა-დეგუსტაციები, თანამედროვე კონდიტერია, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. გაიმართება საზეიმო კონცერტი და თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია.

მერია განმარტავს, რომ თბილისობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ატარებს მაღალი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ხასიათს, ხოლო მათი სრულყოფილი და შეუფერხებელი განხორციელება ემსახურება მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი, კულტურული და საჯარო ინტერესების უზრუნველყოფას.

კითხვაზე - რამ გამოიწვია ღონისძიების შეზღუდულ ვადაში ჩატარების აუცილებლობა და რატომ ვერ იქნებოდა შესყიდვები წინასწარ დაგეგმილი? - მერიის განმარტებაში აღნიშნულია:

“ღონისძიებების სპეციფიკიდან გამომდინარე, დაგეგმილ აქტივობათა მნიშვნელოვანი ნაწილი წარმოადგენს საავტორო და ინდივიდუალურ შემოქმედებით ნამუშევრებს, რომელთა შინაარსი, მხატვრული გადაწყვეტა და განხორციელების ფორმა ყალიბდება შემოქმედებითი პროცესისა და შესაბამის სფეროში მოქმედ კვალიფიციურ შემსრულებლებთან ინტენსიური სამუშაო შეხვედრებისა და მოლაპარაკებების შედეგად. აღნიშნული პროცესი მოითხოვს პროგრამის, მონაწილეთა შემადგენლობისა და ტექნიკური გადაწყვეტების ეტაპობრივ დაზუსტებას, რაც შეუძლებელს ხდის შესყიდვის ყველა არსებითი პირობის წინასწარ განსაზღვრასა და დაგეგმვას.

ღონისძიების მასშტაბისა და მრავალფეროვნების გათვალისწინებით, მოსამზადებელი პროცესის მიმდინარეობისას ეტაპობრივად ზუსტდება ცალკეული ლოკაციების გაფორმება, პროგრამა, მონაწილეთა შემადგენლობა, ტექნიკური მოთხოვნები და სხვა ორგანიზაციული საკითხები. ამასთან, შესაბამისი მომსახურებების შესყიდვა დამოკიდებულია კონკრეტული შემსრულებლებისა და მომსახურების მიმწოდებლების ხელმისაწვდომობასა და მათი მონაწილეობის დადასტურებაზე, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს შესყიდვის ობიექტის საბოლოო მოცულობის, შინაარსისა და ტექნიკური პარამეტრების განსაზღვრაზე.

შესაბამისად, ღონისძიების ორგანიზების პროცესში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, შესყიდვის ობიექტის საბოლოო მოცულობის, შინაარსისა და ტექნიკური პარამეტრების განსაზღვრა შესაძლებელია მხოლოდ მოსამზადებელი პროცესის შესაბამის ეტაპზე, რაც განაპირობებს შესყიდვის პროცედურების შეზღუდულ ვადებში განხორციელების აუცილებლობას”, - წერია განმარტებაში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
ზელენსკიმ აშშ-სა და რუსეთს შორის შესაძლო დაახლოებას „ისტორიული შეცდომა“ უწოდა
საფრანგეთში არეულობის დროს დაახლოებით 1800 ადამიანი დააკავეს, ხოლო სასწრაფო დახმარების 500-ზე მეტი თანამშრომელი დაშავდა
ალბანეთში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გრძელდება, პოლიცია კი რეზინის ტყვიებს იყენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics