12:28 - 27 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-27 11:23:54, 238 ნახვა

სამართალი
მაისურზე წარწერის გამო დაკავებულ 70 წლის შოთა ოდიშვილს 15-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

მაისურზე წარწერის გამო დაკავებულ შოთა ოდიშვილს მოსამართლე ნინო ენუქიძემ 15-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

როგორც ნეტგაზეთს შოთა ოდიშვილის ადვოკატმა, გიორგი ტაბატაძემ განუცხადა, ის გურჯაანის იზოლატორშია გადაყვანილი.

შოთა ოდიშვილი საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა. იგი 23 აგვისტოს თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციიდან წასული მთავრობის ადმინისტრაციასთან დააკავეს.

„აქცია რომ დამთავრდა, მთავრობის ადმინისტრაციასთან ავიდა და ადმინისტრაციის წინ შემაღლებულზე იყო ჩამომჯდარი და ამბობს, რომ ტელეფონში სუდოკუს ვთამაშობდიო. ეცვა მაისური [წარწერით]. ჩემთვის ვიჯექი, არანაირი კომუნიკაცია არ მქონია არცერთ პოლიციელთან, მოვიდნენ პოლიციელები და მითხრეს, რომ გამოგვყევი მანქანასთანო, რაზეც დაემორჩილა და გაჰყვა მანქანასთან. უთხრეს, რომ ცოტა ხანს მოიცადეო და შემდეგ მიდის რამდენიმე პოლიციელი რამნდეჯრმე და ეუბნებიან, რატომ აგინებდი პოლიციელებსო. ამის სამხრე კამერებიც წარმოგვიდგინეს. შოთა ოდიშვილი ეუბნება, რომ ტყუილია, არავისთვის მიგინებია, აგერ არ ვიჯექი და მოვედი ჩვეულებრივადო? მაისურზე გადაუღეს ფოტო, დააკავეს, დაადეს ხელბორკილები და შეუდგინეს ოქმი ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით – წვრილმანი ხულიგნობით ამ მაისურის გამო და 173-ე მუხლით, რომ თითქოს პოლიცილებს აგინებდა. თუმცა არაფრით არ დასტურდება, რომ პოლიციელებს შეაგინა. სასამრთლოზე პოლიციელი მოიყვანეს და იმას ათქმევინეს, რომ ჩვენ გვაგინებდაო“, – აცხადებს გიორგი ტაბატაძე.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისობა 3-4 ოქტომბერს გაიმართება - მერიამ ₾3,1-მილიონიანი გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა
მაისურზე წარწერის გამო დაკავებულ 70 წლის შოთა ოდიშვილს 15-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
რუსეთმა კიევსა და კრივოი როგზე იერიში მიიტანა
27-28 აგვისტოს მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი - სააგენტო გაფრთხილებას აქვეყნებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics