10:47 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-07 15:05:20, 2238 ნახვა

სამართალი
მეუღლისა და არასრულწლოვანი შვილის მიმართ ძალადობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ მეუღლის და არასრულწლოვანი შვილის მიმართ ჩადენილ ძალადობაში ბრალდებული დამნაშავედ სცნო.

როგორც „ექსპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს, სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანი შვილის და მეუღლის მიმართ ჩადენილ ძალადობაში ბრალდებული დ.მ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით და  1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი).

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის ივნისში, სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა დ.მ.-მ ნასვამ მდგომარეობაში ქ ზესტაფონში, საკუთარ სახლში არასრულწლოვან შვილს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ხოლო 2017 წლის ივნისსა და ივლისში, ასევე ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით სცემა მეუღლეს.

დ.მ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, 2 ეპიზოდი ) და სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით, (ოჯახის ერთი წევრის მიერ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ძალადობა) წარედგინა და სასამართლოს განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით  საპატიმრო გირაო - 4000 ლარის ოდენობით შეეფარდა.

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ დ.მ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებებში და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთა 2 წლის და 6 თვის ვადით განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics