|
2017-09-14 13:53:22, 2388 ნახვა
მსოფლიო
უკრაინული მედია: პირი, რომელმაც კიევში თემურ მახაურის ავტომობილი ააფეთქა, სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა
პირი, რომელმაც კიევში სავარაუდოდ თემურ მახაურის ავტომობილი ააფეთქა, სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა, - ამის შესახებ "უკრაინსკაია პრავდა" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, უკრაინელი სამართალდამცველები ვიდეოჩანაწერს სწავლობენ. როგორც გამოცემა სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, კადრებში ჩანს, როგორ აამოქმედა ასაფეთქებელი მოწყობილობა დაუდგენელმა პირმა, შემდეგ კი მიწისქვეშა გადასასვლელში მიიმალა. ამასთან, მედიის ცნობით, მოწყობილობა მანქანის სალონში იყო დამონტაჟებული. სამართალდამცველებმა ასაფეთქებელი მოწყობილობის დეტალებიც აღმოაჩინეს და წინასწარი ვერსიით ის დეტონატორით აამოქმედეს. შეგახსენებთ, რომ კიევის ცენტრში ავტომობილის აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქე თემურ მახაური, იგივე რუსლან პაპასკირი, იგივე ალი ტიმაევი ზედმეტ სახელად "ზონა" დაიღუპა. ინციდენტის შედეგად მძიმედ დაშავდა მახაურის მეუღლე. ის კრიტიკულ მდგომარეობაში რეანიმაციაშია გადაყვანილი. ავტომობილში მახაურის შვილიც იყო, თუმცა ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. უკრაინული მედიის ცნობით, თემურ მახაური, საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, გიორგი ლორთქიფანიძის მეგობარი იყო. უკრაინის შს სამინისტროს ინფორმაციით, თემურ მახაური უკრაინაში იაარღის უკანონო შენახვისთვის პირობით სასჯელს იხდიდა. მას ხუთწლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, თუმცა გამოძიებასთან შეთანხმება გააფორმა, აღიარა დანაშაული და მიიღო პირობითი სასჯელი. გარდა ამისა, ცნობილია, რომ მახაური ყველა შესაძლო ხერხით პუტინის რეჟიმს ებრძოდა და რამზან კადიროვის პირადი მტერი იყო. სწორედ ამიტომ, მასზე რუსული სპეცსამსახურები ნადირობდნენ. ის დონბასში იბრძოდა და უკრაინულმა მხარემ მას ჯილდოც კი გადასცა. მედია წერს, რომ თემურ მახაური სირიაში საბრძოლო მოქმედებებში იყო ჩართული და ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს ებრძოდა.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პროკურატურას მიმართავს გასაჯაროვდეს ასავალ-დასავალის ჟურნალისტის საქმის მტკიცებულებები
პლენუმმა კონსულტაციისთვის პარტიებზე სარჩელის სტრასბურგში გაგზავნაზე უარი თქვა
ომბუდსმენის აპარატში რეორგანიზაციის შედეგად სამი დეპარტამენტი გაუქმდა, მათ შორის გენდერის საკითხების
Visa+ საქართველოში - თიბისი და Visa საერთაშორისო გადარიცხვებს ამარტივებენ
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)