|
2017-09-13 07:02:51, 2330 ნახვა
მსოფლიო
ჟან-კლოდ იუნკერი: ბრიტანეთი ინანებს ევროკავშირიდან გასვლას, გაერთიანება კი, მუშაობას გააგრძელებს
ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებით, ბრიტანეთი ინანებს ევროკავშირიდან გასვლას, გაერთიანება კი მუშაობას გააგრძელებს, - ამის შესახებ იუნკერმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. როგორც იუნკერმა აღნიშნა, დიდი ბრიტანეთი ევროგაერთიანებას 2019 წლის მარტში დატოვებს. ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტის განმარტებით, ბრექსითი არ ნიშნავს ერთად ყოფნის შემდეგ ყველას დასასრულს. შეგაახსენებთ, რომ 2016 წლის 23 ივნისს ჩატარდა რეფერენდუმი, სადაც მოსახლეობას უნდა მიეღო გადაწყვეტილება, სურდა თუ არა ევროკავშირის დატოვება, ან გაერთიანებაში დარჩენა. რეფერენდუმში მონაწილეთა უმრავლესობამ - 51.9%-მა მხარი დაუჭირა ევროკავშირიდან გასვლას, ხოლო 48.1% საერთაშორისო ორგანიზაციიდან გასვლის წინააღმდეგი იყო. რეფერენდუმის ჩატარების შემდეგ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა თანამდებობა დატოვა, მისი ადგილი კი, Brexit-ის მომხრე კანდიდატმა ტერეზა მეიმ დაიკავა. მიმდინარე წლის 29 მარტს, ტერეზა მეიმ ევროსაბჭოს ხელმძღვანელს დონალდ ტუსკს წერილი გაუგზავნა, სადაც აცნობა, რომ ევროკავშირიდან გასვლის პროცედურა დაწყებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა ევროგაერთიანებიდან 2019 წლის 29 მარტს უნდა გამოვიდეს. თუმცა, არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პროცესი, ვინაიდან 50-ე მუხლი 2009 წელს შეიქმნა და ის ამ დრომდე არავის გამოუყენებია. ამ პროცესმა ვადამდელი არჩევნების დანიშნვის აუცილებლობა გამოიწვია.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პროკურატურას მიმართავს გასაჯაროვდეს ასავალ-დასავალის ჟურნალისტის საქმის მტკიცებულებები
პლენუმმა კონსულტაციისთვის პარტიებზე სარჩელის სტრასბურგში გაგზავნაზე უარი თქვა
ომბუდსმენის აპარატში რეორგანიზაციის შედეგად სამი დეპარტამენტი გაუქმდა, მათ შორის გენდერის საკითხების
Visa+ საქართველოში - თიბისი და Visa საერთაშორისო გადარიცხვებს ამარტივებენ
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)