2017-09-12 04:48:48, 2287 ნახვა
მსოფლიო
ერაყში ტერორიზმში ბრალდებულ რუსეთის მოქალაქეს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს
ბაღდადის ცენტრალურმა სასამართლომ რუსეთის მოქალაქეს ტერორისტული დაჯგუფების „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობის ბრალდებით სიკვდილით დასჯა მიუსაჯა, - ამის შესახებ "რია-ნოვოსტი" იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, მსჯავრდებული „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ფორმირების, „ალ-ზარქაუის“ ბრიგადის წევრია.
მედიის ცნობით, მამაკაცი მოსულის გათავისუფლების სპეცოპერაციის დროს დააკავეს.
ბრალდებულმა 2015 წელს ჩადენილი, რამდენიმე ტერაქტი აღიარა. ამასთან, განაჩენი პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიტანა და შესაბამისად მისი გასაჩივრება შესაძლებელია.
ავტორი: ,