2017-09-12 02:59:42, 2641 ნახვა
მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შესახებ ადმინისტრაციულ ოქმს აცნობენ
ლვოვის სასტუმრო „ლეოპოლისთან“, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შესახებ ადმინისტრაციულ ოქმს აცნობენ. ამის შესახებ 112.ua იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, სასტუმროში, სადაც სააკაშვილია გაჩერებული სამართალდამცველები და მესაზღვრეები არიან მისულები.
შეგახსენებთ, რომ ოდესის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის ტერიტორიაზე 10 სექტემბერს, მხარდამჭერების დახმარებით გადავიდა.
ავტორი: ,