|
2017-09-11 07:20:56, 2251 ნახვა
მსოფლიო
სააკაშვილი: როგორც კი მათთან ერთად ქურდობაზე უარი განვაცხადე, მათი მტერი გავხდი
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და უკრაინის რეგიონებში ვიზიტები დააანონსა. როგორც ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა აღნიშნა, ის სხვა ოპოზიციურ ძალებთან გაერთიანებას აპირებს. "მე მაქვს კონკრეტული გეგმა: დავასრულო ძარცვის პროცესი, ჩამოვართვა ძალაუფლება ოლიგარქებს, დავასრულო კორუფცია. ამისთვის, ვაპირებ უკრაინის ყველა რეგიონში ჩასვლას. მაქსიმალურად გავერთიანდე ინდივიდუალურ ადამიანებთან, სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან. ჩვენი გამაერთიანებელი საკითხი იქნება დემოკრატიის ჩამოყალიბება უკრაინაში. ჩვენ არ გვჭირდება დიქტატორი, ოლიგარქი მმართველი. ამ თემების გარშემო ჩვენ გავერთიანდებით. ძალიან მიხარია, რომ ჩემი საკითხის გარშემო ამდენმა ადამიანმა მოიყარა თავი. ჩემი მოქალაქეობის საკითხმა ისეთი ადამიანები გააერთიანა, რომლებიც ერთად, ერთ მაგიდასთან არ დამჯდარან. მე არ მაქვს ამბიცია, უკრაინაში რომელიმე თანამდებობა დავიკავო, მაგრამ ფაქტი, რომ "ბარიგებს" ჩემი ეშინიათ, ხოლო პოროშენკო ასე მომექცა, ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაცას სწორედ ვაკეთებ და ეს მათ აშინებთ. მთელი ცხოვრება რეფორმებს ვატარებდი და ამის გამოცდილება მაქვს. აქ ჩამომიყვანეს და ეგონათ, რომ ქურდობაში დავეხმარებოდი, მაგრამ როგორც კი მათთან ერთად ქურდობაზე უარი ვთქვი, მათი მტერი გავხდი", - განაცხადა სააკაშვილმა.
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)