|
2017-09-06 03:05:33, 2166 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი ბანკი“ ADB-მ ვაჭრობის ფინანსირებაში საუკეთესო ბანკად დაასახელა
აზიის განვითარების ბანკმა თიბისი ბანკი ზედიზედ უკვე მესამედ დაასახელა საუკეთესო პარტნიორ ბანკად საქართველოში ვაჭრობის ფინანსირების მიმართულებით. დაჯილდოების საზეიმო ცერემონია სინგაპურში გაიმართა და მას 17 ქვეყნის 150-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო. აზიის განვითარების ბანკმა 18 საუკეთესო პარტნიორი ბანკი გამოავლინა, რომლებთანაც ADB ყველაზე აქტიურად თანამშრომლობს. "ვაჭრობის ფინანსირების პროგრამა უკვე მესამე წელია ავლენს ჩვენს ყველაზე აქტიურ პარტნიორებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ჩვენი პარტნიორი ბანკების გარეშე აზიის განვითარების ბანკის ვაჭრობის ფინანსირების პროგრამა მიმდინარე წელს ვერ მოახერხებდა იმ შედეგების მიღებას, რაც გვაქვს. ეს დაჯილდოება საუკეთესო შესაძლებლობაა იმისა, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადოთ გამარჯვებულ ბანკებს პარტნიორობისთვის და მათი გაწეული სამუშაოსთვის. გამარჯვებულ ბანკებთან თანამშრომლობით, ჩვენ ერთობლივად მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს ეკონომიკურ ზრდასა და სამუშაო ადგილების შექმნაში", - განაცხადა სტივენ ბეკმა, აზიის განვითარების ბანკის ვაჭრობის ფინანსირების ხელმძღვანელმა. ADB 1966 წელს დაარსდა და მის მიზანს სიღარიბის შემცირება წარმოადგენს აზიისა და ოკეანეთის ქვეყნებში ეკონომიკური ზრდისა და რეგიონალური ინტეგრაციის გზით. პროგრამის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკმა 2016 წელს 31.7 მილიარდი დოლარი გამოყო და არაერთი სექტორი დააფინანსა სხვადასხვა ქვეყანაში. 2009 წლიდან დღემდე ADB-ის ვაჭრობის ფინანსირების პროგრამამ 10 900-ზე მეტ მცირე და საშუალო საწარმოს გაუწია ფინანსური მხარდაჭერა, რისთვისაც 16 000 ტრანზაქცია განახორციელა.
(R)
ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი მარია კორინა მაჩადო ვენესუელაში დაბრუნდა
ვორონეჟში, დრონების თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 17 დაშავდა
ქართველი ებრაელი ქალი 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე ტერორისტების ისტორიულ სასამართლო პროცესებს უხელმძღვანელებს
ნობელის პრემიის მიღების გადაწყვეტილების გამო, ტრამპმა ნორვეგიას „ტუალეტის ქვეყანა“ უწოდა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)