14:23 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-18 15:23:35, 2586 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
პრემიერი: საქართველო-უკრაინის ოკუპაციამ ბალანსი დაარღვია და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გარემო გააუარესა

„საქართველოს მთავარობის სახელით კიდევ ერთხელ მინდა დაგიდასტუროთ, რომ ჩვენ მზად ვართ კიდევ უფრო გავაღრმაოთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები, თქვენი ვიზიტიც ამის დასტურია ბატონო პრეზიდენტო“, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს საქართველო-უკრაინის ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

გიორგი კვირიკაშვილმა  პოროშენკოს და უკრაინულ დელეგაციას სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ქართულ-უკრაინული ურთიერთობები საუკუნოვან მეგობრობას ითვლის და საერთო ღირებულებებს ემყარება.

მისივე თქმით, უკრაინა და საქართველო საერთაშორისო საზოგადოების და თანამეგობრობის დახმარებით მოახდენს ორი ქვეყნის დეოკუპაციას და გამთლიანებას.

„უპირველეს ყოვლისა მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ დიდად ვაფასებთ უკრაინასა და საქართველოს შორის განსაკუთრებულ, მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს. ეს ურთიერთობები ემყარება ქართველ და უკრაინელ ხალხებს შორის საუკუნოვან მეგობრობას და საერთო ღირებულებებს, რაც ყველაზე აქტუალური დღეს ჩვენი ქვეყნების სწრაფვას განვითარებისა და უკეთესი მომავლისაკენ. წელს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავს. სასიხარულოა, რომ წლევანდელი საიუბილეო წელი ინტენსიური თანამშრომლობით გამოირჩევა. დღეს მინდა საქართველოს მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ, რომ ჩვენ მზად ვართ კიდევ უფრო გავაღრმავოთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები.

ბატონო პრეზიდენტო სწორედ ამის დასტურია თქვენი ვიზიტი, რომელიც დარწმუნებული ვარ საქართველოსა და უკრაინას შორის სრულიად ახალი სტრატეგიული ურთიერთობების ჩამოყალიბებას მისცემს ბიძგს. საქართველო და უკრაინა დიდი გამოწვევების წინაშე  ვდგავართ რუსეთის ქმედებებმა ჩვენი ქვეყნების რეგიონების ოკუპაციამ და მილიტარიზაციამ  დაარღვია ბალანსი და გააუარესა უსაფრთხოების  გარემო სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში. დარწმუნებული ვარ, ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური და ურყევი თანადგომით მივაღწევთ ჩვენი ქვეყნების დეოკუპაციას და გამთლიანებას. საქართველო და უკრაინა მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამენ  ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერით ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, ჩვენი ქვეყნები კიდევ უფრო დაუახლოვდნენ ევროპულ ოჯახს“,-განაცხადა პრემიერმა.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, ქართველმა და უკრაინელმა ხალხმა საერთაშორისო საზოგადოებას მკაფიოდ დაანახეს, რომ მათი ნება მტკიცეა და უცვლელი.

„იმის მიუხედავად, რომ ამ გზაზე ორივე ქვეყანა მნიშვნელოვანი დაბრკოლებების და სირთულეების წინაშე აღმოჩნდა ქართველმა და უკრაინელმა ხალხებმა საერთაშორისო საზოგადოებას მკაფიოდ დაანახეს, რომ ჩვენი ერების ნება მტკიცეა და ჩვენი ნება უცვლელია და ჩვენი გზა არის ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახისკენ მიმართული, ვერაფერი ვერ შეცვლის ჩვენი ხალხების გადაწყვეტილებას.

ჩვენ ვიცით, რომ ეს გზა ადვილი არ არის გამოწვევები კვლავაც გაგრძელდება, მაგრამ ვიცით ისიც თუ როგორ გავუმკლავდეთ ამ გამოწვევებს. ეს არის რეფორმების გაძლიერება, ეკონომიკის მდგრადი განვითარება , დემოკრატიული ღირებულებების მტკიცე დაცვა და რაც მთავარია ერთმანეთის მხარდაჭერა“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics