|
2017-07-18 15:15:53, 2730 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პოროშენკო: ჩვენი დემოკრატიის, დამოუკიდებლობის საფრთხეები ერთი და იგივეა და ეს უფრო გვაახლოებს
„უკრაინელებს ქართველი მოძმე ხალხის იმედი აქვთ, როგორც ქართველ ხალხს შეუძლია ჰქონდეს უკრაინელი ხალხის მტკიცე მხარდაჭერის იმედი“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ავლაბრის რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს გულთბილი მასპინძლობისათვის და განაცხადა, რომ საქართველო და უკრაინა მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნები არიან. „ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა ვიმყოფებოდე აქ, თბილისში იმ დროს, როცა ჩვენი სახელმწიფოები დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავს აღნიშნავენ. ჩვენ ასი წლის წინ დავკარგეთ დამოუკიდებლობა - უკრაინამაც და საქართველომაც. მით უფრო საპასუხისმგებლოა ჩვენი ქმედებები ახლა, რათა შევინარჩუნოთ, დავიცვათ უკრაინული და ქართული სუვერენიტეტი, უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, უკრაინის და საქართველოს დამოუკიდებლობა, დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და დემოკრატია. ჩვენი დემოკრატიისა და დამოუკიდებლობის საფრთხეები ერთი და იგივეა და ჩვენ ეს უფრო გვაახლოებს. უკრაინელებს ქართველი მოძმე ხალხის იმედი აქვთ, როგორც ქართველ ხალხს შეუძლია ჰქონდეს უკრაინელი ხალხის მტკიცე მხარდაჭერის იმედი. ასე იყო 2008 და 2014 წლებშიც და ახლაც", - განაცხადა პეტრო პოროშენკომ. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ამგვარი ურთიერთობები აყალიბებენ ისტორიულ დოკუმენტს - დეკლარაციას უკრაინას და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ. „ეს არის ნდობის უმაღლესი ფორმა ქვეყნების ხელმძღვანელობებსა და ხალხებს შორის. სტრატეგიული პარტნიორობა განპირობებულია ასევე, ერთობლივი გამოწვევებით და საფრთხეებით. დიდ მადლობას ვუხდი ამ პარტნიორობისთვის ამ ინსტიტუტების და მექანიზმების სისტემისთვის, ეს არის მუდმივი კოორდინაცია ჩვენი ქმედებების, მათ შორის თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროშიც. გუშინ, როცა მე მოვინახულე წვრთნები, რომლებიც ნატო-ს ეგიდით შავ ზღვაში, ოდესაში იმართება ამერიკელებთან, ნორვეგიელებთან, რუმინელებთან და სხვა მეზღვაურებთან ერთად იდგნენ ქართველი მეზღვაურები, რომლებიც აჩვენებენ იმას, რომ ჩვენი პარტნიორობა არის ყველაზე მტკიცე, მათ შორის თავდაცვის სფეროშიც და დღეს ჩვენ განვიხილეთ როგორ გავაძლიეროთ ეს პარტნიორობა",- აღნიშნა პეტრო პოროშენკომ.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პროკურატურას მიმართავს გასაჯაროვდეს ასავალ-დასავალის ჟურნალისტის საქმის მტკიცებულებები
პლენუმმა კონსულტაციისთვის პარტიებზე სარჩელის სტრასბურგში გაგზავნაზე უარი თქვა
ომბუდსმენის აპარატში რეორგანიზაციის შედეგად სამი დეპარტამენტი გაუქმდა, მათ შორის გენდერის საკითხების
Visa+ საქართველოში - თიბისი და Visa საერთაშორისო გადარიცხვებს ამარტივებენ
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)