|
2017-07-18 14:03:58, 2618 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პოროშენკო: სააკაშვილის ექსტრადირების შესახებ საქართველოს ხელისუფლებისგან მოთხოვნა არ მიგვიღია
უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების შესახებ საქართველოს ხელისუფლებისგან მოთხოვნა არ მიუღია და შესაბამისად, საკითხი არ განხილულა. "ჩვენ ეფექტური კომუნიკაცია გვაქვს საქართველოს მთავრობასთან, მარამ ექსტრადირების შესახებ მოთხოვნა არ მიგვიღია. შესაბამისად, ეს საკითხი არ განგვიხილავს",- აღნიშნა პოროშენკომ. რაც შეეხება ჟურნალისტებს კითხვას - მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნის შემთხვევაში, რას მოიმოქმედებს უკრაინა, პოროშენკო აღნიშნა, რომ ექსტრადირების მოთხოვნის მიღებამდე ამ საკითხზე სათქმელი არაფერი აქვს. მისივე თქმით, საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობებში არავითარი პრობლემა არ არსებობს. „ჩვენ არ გვაქვს რაიმე პოლიტიკური, ეკონომიკური, ჰუმანიტარული, სოციალური პრობლემები საქართველოსთან ურთიერთობებში. ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები. უკრაინელი და ქართველი ხალხი გაერთიანებულია და მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ერებს ვერავინ დაყოფს",- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)