13:29 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-18 11:04:39, 2532 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
პრემიერი: საქართველოს შეუძლია იამაყოს, რომ ჰყავს ძალიან მაღალპროფესიონალი დიმპლომატიური კორპუსი

„დღევანდელი  ტურბულენტური და ხშირ შემთხვევაში არაპროგნოზირებადი  საერთაშორისო  გარემო გახლავთ უდიდესი გამოწვევებისა და რისკების წყარო, განსაკუთრებით ისეთი პატარა ქვეყნისთვის  როგორიც საქართველოა“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა  „ამბასადორიალი 2017“-ის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერმა დიპლომატიურ კორპუსს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ისინი ქვეყნის საერთაშორისო წარმატების გარანტი არიან.

„მივესალმები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. თქვენ ნამდვილად უმნიშვნელოვანესი როლი გაკისრიათ ჩვენი  ქვეყნის წინსვლის საქმეში, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადაგიხადოთ ძალიან, მძიმე და მნიშვნელოვანი შრომისთვის, რომელსაც თქვენ ეწევით და  თქვენ ბრძანდებით გარანტი ჩვენი  ქვეყნის საერთაშორისო  წარმატების. დღევანდელი  ტურბულენტური და ხშირ შემთხვევაში არაპროგნოზირებადი  საერთაშორისო  გარემო გახლავთ უდიდესი გამოწვევებისა და რისკების წყარო, განსაკუთრებით ისეთი პატარა ქვეყნისთვის  როგორიც საქართველოა.

ამგვარ გარემოში  საფრთხეების თავიდან აცილება და თითოეული  შესაძლებლობის გამოყენება  კიდევ  უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს ჩვენი ქვეყნის წარმატებული განვითარებისთვის.

ნებისმიერი სახელმწიფოსთვის ის ფაქტი, რომ  წარმატებით გაუმკლავდეს საერთაშორისო გამოწვევებს რა თქმა უნდა  მნიშვნელოვანია  და ამ საქმეში დიპლომატიის როლი არის  განსაკუთრებული. საქართველოს შეუძლია იამაყოს რომ ჰყავს ძალიან მაღალპროფესიონალი და პატრიოტულად განწყობილი  დიპლომატიური კორპუსი“,-განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics