20:55 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-09 11:23:15, 2566 ნახვა

სამართალი
გიორგი მღებრიშვილი ტალინში ესტონელ კოლეგას შეხვდა

ტალინში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი ესტონეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს, ანდრეს ანველტს შეხვდა.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და ესტონეთის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის არსებულ მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე იმსჯელეს და ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების საკითხები განიხილეს.

შსს-ს ინფორმაციით, გიორგი მღებრიშვილმა ანდრეს ანველტს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ესტონეთის რესპუბლიკის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე საქართველოსა და ესტონეთის შს მინისტრებმა ევროპული მისწრაფებების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ განცხადებას ხელი მოაწერეს.

დოკუმენტი მიზნად ისახავს: შესაბამის უწყებებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერებას, ევროკავშირის პოლიტიკის შესაბამისად, შინაგან საქმეთა და საპოლიციო რეფორმების განხორციელებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას, ევროკავშირის სტანდარტებთან და ნორმებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, ინფორმაციისა და ექსპერტების გაცვლას, შეხვედრების, ერთობლივი სემინარებისა და კონფერენციების ორგანიზებას.

შეხვედრის დასასრულს, გიორგი მღებრიშვილმა ესტონეთის შს მინისტრი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მიიწვია.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ცოლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი - ვინც მიცნობთ, ჩემს ბავშვებს აწყენინებს, იცოდეთ, იმ ქვეყნიდან მოვბრუნდები და დედებს მოგ**ნავთ ყველას
სახალხო დამცველის აპარატი: გიორგი ფეიქრიშვილს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს
არეულობები ბარსელონაში - 128 ადამიანი დააკავეს, ათობით მაღაზია დაზიანდა
ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ მისი შვილის საკანში ვატო ყიფიანი შევიდა - პენიტენციური ფაქტს უარყოფს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics