21:12 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-24 19:33:24, 1733 ნახვა

საზოგადოება
თბილისის საკრებულოში სემინარი „ევროპა-საქართველოს ისტორიული არჩევანი“ გაიმართა

ევროპის დღეების ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების თავმჯდომარეებისთვის, მათი მოადგილეებისა და წარმომადგენლებისთვის თბილისში სემინარი „ევროპა-საქართველოს ისტორიული არჩევანი" გაიმართა. სემინარს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან 80-მდე მონაწილე დაესწრო.

სემინარი მისასალმებელი სიტყვით გახსნეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ.

სემინარის მსვლელობისას ღონისძიების მონაწილეებმა ექსპერტებისა და ევროინტეგრაციის პროცესში ჩართული უწყებების წარმომადგენლებისგან დეტალური ინფორმაცია მოისმინეს საქართველოსა და ევროპის ისტორიულ ურთიერთობებზე, ასევე, ასოცირების შეთანხმების, ვიზალიბერალიზაციის, ევროკავშირის დახმარების პროგრამებისა და ანტიდასავლური პროპაგანდის საკითხებზე. „ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, რომელიც ჩვენ კარგა ხნის წინ დავიწყეთ. ამას ჰქვია ევროპის პოპულარიზაციის კამპანია. მას მოჰყვა ვიზის ლიბერალიზაციის კამპანია, გვქონდა ნატო-ს დღეები, ახლა გვაქვს ევროპის დღეები საქართველოში და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი თანამოქალაქეების ცნობიერების ამაღლება არის ყველაზე მძიმე, მნიშვნელოვანი და ძლიერი იარაღი როგორც რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ საბრძოლველად, ასევე, ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების საქმეში. ჩვენს თანამოქალაქეებს პირველ რიგში ინფორმაციას აწვდის თვითმმართველობა და მუნიციპალიტეტები ადგილებზე, განსაკუთრებით რეგიონებში. ეს იქნება განგრძობადი პროცესი და მომავალშიც, ვფიქრობ, ძალიან სერიოზული შედეგები გვექნება ამ თვალსაზირისით"-აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.

ღონისძიება ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით გაიმართა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პირველმა არხმა ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების ლიცენზია დაკარგა
საქართველოში შემაშფოთებელი ტენდენციებია - მედიის თავისუფლების კოალიციის 16 წევრი ქვეყანა
კობახიძე - გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან
კობახიძე ამბობს, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არც 1 და არც 50 თეთრი არ ენანება, თუმცა ფარმაცევტულ მაფიაზე მტკიცებულებების გარეშე საუბრობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics