|
2026-11-02 14:41:10, 342 ნახვა
სამართალი
მანქანების რეექსპორტის გზით გადასახადს თავი აარიდეს - 3 პირი დააკავეს, 16-ს ბრალი წარედგინა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, მანქანების რეექსპორტის გზით იმპორტის გადასახადებისგან თავის არიდების ბრალდებით 3 პირი დააკავეს, 16-ს კი - ბრალდება წარედგინა. უწყების განცხადებით, ამით ბიუჯეტს 548 809 ლარზე მეტი ზიანი მიადგა. "გამოძიებით დადგინდა, რომ 2025-2026 წლებში ორგანიზებული ჯგუფის წევრები ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ავტომობილებს რეექსპორტის რეჟიმში ფიქტიურად აფორმებდნენ. ამ სქემაში მათ 15 უცხო ქვეყნის მოქალაქეც ჩართეს, რომლებსაც აღნიშნული მოქმედებების სანაცვლოდ ანაზღაურებას უხდიდნენ. სქემის ფარგლებში, ჯამში, 138 მანქანა რეექსპორტის რეჟიმში მოაქციეს, თუმცა კანონით დადგენილ ვადაში მათ საქართველოს ტერიტორია არ დატოვეს. ასეთ შემთხვევაში ავტომობილები იმპორტის პროცედურაში მოქცეულად ითვლება და შესაბამისი გადასახადები უნდა გადაიხადონ". - წერია უწყების განცხადებაში. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე (ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება, გასაღება ან გამოყენება) და 185-ე მუხლებით (ქონებრივი დაზიანება მოტყუებით) მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კობახიძე - ევროპული ბიუროკრატია არის ის ძალა, რომელიც მხარს უჭერდა მოლოტოვის კოქტეილს
კობახიძე - პირდაპირი, უხეში პოლიტიკური თავდასხმები ხორციელდება კონსტიტუციურ მართლმსაჯულებაზე, ამაზე დუმს ევროპული ბიუროკრატია
კალაძის მოადგილე ამტკიცებს, რომ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია არა ოქტომბერში არამედ ნოემბერში უნდა დასრულებულიყო
თიბისი მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სასკოლო ფორმების შეძენაზე 100%-მდე ქეშბექს სთავაზობს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)