15:34 - 02 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-02 14:43:25, 333 ნახვა

პოლიტიკა
ფიფია - პრაქტიკულად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ვუახლოვდებით

პუტინისტი ბიზნესმენი და ღიად პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერი მამუკა ფიფია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ირაკლი კობახიძის სპეციალურ წარმომადგენლად საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი ზურაბაშვილის დანიშვნას რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს.

"2008 წლის შემდეგ ეს, შეიძლება ითქვას, პირველი ასეთი სერიოზული დანიშვნაა.

მანამდეც იყვნენ სპეციალური წარმომადგენლები. თუ გახსოვთ, არსებობდა აბაშიძე-კარასინის ფორმატი, ჟენევის ფორმატი. კიდევ ვიღაც იყო, გვარი დამავიწყდა... ქაჯაია, ქაჯაია-კარასინი.

მოკლედ, ეს ადამიანები უბრალოდ პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლები იყვნენ, მაგრამ ეს ადამიანი კარიერული დიპლომატია. ის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილეა.

რა თქმა უნდა, ის თავის თანამდებობაზე რჩება. ეს ნიშნავს, რომ პრაქტიკულად დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ვუახლოვდებით.

მას შეუძლია უშუალოდ შეხვდეს თავის კოლეგას, მაგალითად, გალუზინს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს. შეუძლია თავად ლავროვსაც შეხვდეს და მასთან ნებისმიერი საკითხი განიხილოს.

და როგორც ვხვდები, ის უკვე საკმაოდ სწრაფად მოქმედებს. მან უკვე დაამყარა კონტაქტი და, როგორც მესმის, უკვე განიხილავს ქართული პროდუქციის შეზღუდვებთან დაკავშირებულ საკითხებს." – განაცხადა ფიფიამ პროპაგანდისტულ Соловьёв LIVE-თან ჩაწერილ ინტერვიუში.

 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ევროპული ბიუროკრატია არის ის ძალა, რომელიც მხარს უჭერდა მოლოტოვის კოქტეილს
კობახიძე - პირდაპირი, უხეში პოლიტიკური თავდასხმები ხორციელდება კონსტიტუციურ მართლმსაჯულებაზე, ამაზე დუმს ევროპული ბიუროკრატია
კალაძის მოადგილე ამტკიცებს, რომ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია არა ოქტომბერში არამედ ნოემბერში უნდა დასრულებულიყო
თიბისი მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სასკოლო ფორმების შეძენაზე 100%-მდე ქეშბექს სთავაზობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics