|
2015-04-10 14:06:16, 589 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ეჭვმიტანილის დაკავება ხელისუფლების ღირსების საქმე იყო
„მთავარი ეჭვმიტანილის დაკავება იყო ჩვენი ხელისუფლების ღირსების საქმე“, – ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიციელების მკვლელობასა და დაჭრაში მთავარი ეჭვმიტანილის შალვა აბულაძის დაკავების საკითხს. მისივე თქმით, სახელმწიფო დანაშაულს არავის შეარჩენს და ყველა დამნაშავე კანონის სიმკარცით დაისჯება. „პოლიციელების - ბექა მარგიშვილისა და გიორგი ბერუაშვილის მკვლელობასა და ვალერიან გრძელიშვილის და გიორგი მახარაშვილის დაჭრაში მთავარი ეჭვმიტანილი შალვა აბულაძე დაკავებულია და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მთელი ჩვენი საზოგადოებისათვის. ამ დანაშაულის ჩადენაში მთავარი ეჭვმიტანილის დაკავება იყო ჩვენი ხელისუფლების ღირსების საქმე. სახელმწიფო არავის შეარჩენს დანაშაულს და ყველა დამნაშავე დაისჯება კანონის მთელი სიმკაცრით“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)