|
2026-08-20 14:48:00, 251 ნახვა
პოლიტიკა
ურსულა ფონ დერ ლაიენი - რუსეთი მის მიერ დაწყებულ ომში მარცხდება
რუსეთი მის მიერ დაწყებულ ომში მარცხდება, - ასე ეხმაურება ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევზე რუსეთის მიერ განხორციელებულ მასშტაბურ იერიშს. „რუსეთი მის მიერ დაწყებულ ომში მარცხდება და ამისთვის საპასუხო დარტყმებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ახორციელებს“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე. მისი თქმით, ევროკავშირი წევრ ქვეყნებთან და პარტნიორებთან ერთად უკრაინის ანტიბალისტიკური შესაძლებლობების მხარდასაჭერად მუშაობს. „იმიტომ, რომ უკრაინას ყველა საშუალება ჰქონდეს, რათა ადამიანების სიცოცხლის დაკარგვა აიცილოს. ეს ყველაზე სასწრაფო პრიორიტეტია“, - აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი. შეგახსენებთ, 20 აგვისტოს ღამეს რუსებმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს. ბოლო მონაცემებით, თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 15 ადამიანი დაიღუპა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)