15:38 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-20 14:49:57, 265 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ჩიკვაიძე მიხეილ სააკაშვილს პასუხობს

დაკავებული ბიზნესმენი, გიორგი ჩიკვაიძე სოციალურ ქსელში ვრცელ წერილს აქვეყნებს და მიხეილ სააკაშვილს პასუხობს, რომელმაც დაწერა, რომ "ჩიკვაიძე ჯერ დაიჭირეს და შემდეგ ციხეში მოწამლეს და მას შემდეგ ხმას აღარ იღებს".

მისი თქმით, შეიძლება, არც ღირდა გამოხმაურება ამ სიტყვაზე, მაგრამ ეს "წითელი ხაზია" - "რადგან 24/7 იმაზე ვფიქრობ და შესაძლებლობების ფარგლებში ვაკეთებ, თუ როგორ შეიძლება ეს ტერორისტული რეჟიმი დამარცხდეს".

დაკავებული ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ როცა სტატუსებს არ წერს, მუშაობს იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს "ნიურნბერგის" მსგავსი პროცესი დღეს მოქმედი მოსამართლეებისა და პროკურორების წინააღმდეგ საკანონმდებლო დონეზე. 

გიორგი ჩიკვაიძის თქმით, "ეს არის ბოლო საპასუხო წერილი უაზრო ბრალდებაზე, რომ, თითქოს ჩიკვაიძე ხმას არ იღებს".

მიშა, გავიგე, რომ ბოლო დღეებში გამოქვეყნებულ სტატუსში აღგინიშნავს, რომ გიორგი ჩიკვაიძეს, მას შემდეგ, რაც საქმე შეუკერეს, დაიჭირეს, მოწამლეს, დააინვალიდეს და კიდევ ბევრს არ ვწერ, ციხეში გააჩუმესო. მინდა გკითხო - რომელი ვგავართ გაჩუმებულს - მე, თუ ჩემი ოჯახის წევრები, რომლებიც, განსხვავებით ბევრისგან, პროტესტის გამო, ფაქტიურად, ქუჩაში ცხოვრობენ?! შეიძლება, არც ღირდა გამოხმაურება ამ სიტყვაზე, მაგრამ ეს წითელი ხაზია, რადგან 24/7 იმაზე ვფიქრობ, და, შესაძლებლობების ფარგლებში, ვაკეთებ, თუ როგორ შეიძლება ეს ტერორისტული რეჟიმი დამარცხდეს. რაც ამ წინააღმდეგობისთვის გავაკეთე და ციხიდან დღემდე ვაკეთებ ჩემი წარმომადგენლების დახმარებით, შეიძლება, საჯაროდ არ ჩანდეს, ან არ იყოს ცნობილი. მერწმუნე, შეიძლება იმდენი მაქვს გაკეთებული საერთაშორისო ასპარეზზე, რაც შენს პარტიას ერთად აღებულს არ ჰქონდეს გაკეთებული. და ის, რომ ეს ბანდა დღემდე კეთროვნად რჩება საერთაშორისოდ, ამაში დიდი წვლილი მაქვს. მაგრამ, სიმართლე გითხრა, ჩემთვის ნამდვილად გაუგებარია შენს მიერ ინიცირებული ბრძოლის ველის გადმოტანა საპროტესტო ელექტორატის მხარეს. თუ ჩემს გაჩერებაში და ხმის არ ამოღებაში იმას გულისხმობ, რომ ყოველდღე არ ვწერ სტატუსებს, ესეც შენს მიერ ინიცირებული ზემოთ ხსენებული პროცესის შედეგია, რათა არ ჩავერთო ყოვლად უსაგნო, არაფრის მომტან ფეისბუქ გარჩევებში.

ჩემთვის, რუსული რეჟიმის ყველა მოწინააღმდეგე პოლიტიკოსი, პარტია თუ აქტივისტი - ყველა საპატივსაცემო და მოკავშირეა, გარდა ერთი-ორისა. ამ დროს, როცა სტატუსებს არ ვწერ, გეტყვი, რასაც ვაკეთებ - ვმუშაობ, თუ როგორ უნდა მოხდეს "ნიურნბერგის" მსგავსი პროცესი დღეს მოქმედი მოსამართლეებისა და პროკურორების წინააღმდეგ საკანონმდებლო დონეზე, რაც თავის თავში, ასევე, მოიცავს სინდისის პატიმრებისათვის და საქართველოს მომავლისთვის ბრძოლაში დაზარალებული თუ უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანებისათვის ფინანსურ კომპენსაციას. ერთ მაგალითს მოვიყვან: სინდისის პატიმრობაში გატარებული თითოეული უკანონო თვე ანაზღაურდება 10 000 აშშ დოლარით. საბოლოო ჯამში, ეს საკმაოდ სოლიდურ თანხას წარმოადგენს, თუმცა, იგივე პროექტის მიხედვით, ისიც ვიცი, ეს თანხები საიდან უნდა მოვიდეს. ამაზე, უფრო დეტალურად, მერე. თუმცა, ამაზე ნამდვილად აქვთ სანერვიულო "გოჭიანი" საქმეების აღმასრულებლებს. ასევე, ანალოგიური პროექტი გათვალისწინებული იქნება სხვა პატიმრების საქმეებზეც - სავსეა ციხეები ადამიანებით, ვისაც საქმეები შეუკერეს ან არაპროპორციული სასჯელი აქვთ. ადრეც მითქვამს და ახლაც ვამბობ - მაქვს მკვეთრად პოლიტიკური გეგმები და ზემოთ ნახსენები საკითხები ჩემი პრიორიტეტი იქნება.

ეს არის ბოლო საპასუხო წერილი უაზრო ბრალდებაზე, რომ, თითქოს ჩიკვაიძე ხმას არ იღებს.

ბრძოლა იქნება ბოლომდე და ძალიან მალე ისე გავიმარჯვებთ, როგორც მზე მაღლაა," - წერს გიორგი ჩიკვაიძე.





ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
გიორგი ჩიკვაიძე მიხეილ სააკაშვილს პასუხობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი - რუსეთი მის მიერ დაწყებულ ომში მარცხდება
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics