|
2017-04-21 13:35:40, 2075 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ორბანი უნგრეთის დელეგაციას: რუსეთთან კონფლიქტის მიუხედავად, აღიქვით საქართველო როგორც სანდო და მდგრადი ქვეყანა
„უნგრეთის დელეგაციის წარმომადგენლებო, საქართველო-რუსეთს შორის არსებული კონფლიქტის მიუხედავად, აღიქვით ეს ქვეყანა როგორც სანდო, მდგრადი ქვეყანა, რომელსაც გააჩნია ძალიან მტკიცე საგარეო პოლიტიკა“, - ასე მიმართა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველო-უნგრეთის ბიზნესფორუმზე უნგრეთის დელეგაციის წარმომადგენლებს. მისი თქმით, საქართველოში არსებული გარემო მათი ბიზნესაქტივობებისთვის ხელსაყრელია. „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, უნგრელები, რეგულარულად ვიღებთ სიახლეებს საქართველოდან რუსეთის კონფლიქტთან დაკავშირებით, მე ვიტყოდი, რომ თქვენ გაგაჩნიათ ძალიან მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკა.უნგრეთი მიესალმება საქართველოს ტერიტორიულ ინტეგრაციას.თუმცა, ადვილად შესამჩნევი გახლავთ,რომ ოპერირება ეკონომიკის არ არის დამოკიდებული ამ კონფლიქტზე. ასე რომ, გთხოვთ, უნგრეთის დელეგაციის წარმომადგენლებო, გაითვალისწინეთ, რომ მიუხედავად რუსეთ-საქართველოს შორის არსებული კონფლიქტისა, აღიქვით ეს ქვეყანა როგორც სანდო, მდგრადი ქვეყანა, რომელსაც გააჩნია ძალიან მტკიცე საგარეო პოლიტიკა, რომელიც არის ხელშემწყობი თქვენი ბიზნესაქტივობების. ეჭვი გამაჩნია, თუ რამდენად მოახერხებს მანძილის გამო, უნგრეთის დელეგაცია ხშირად ეწვიოს საქართველოს, მაგრამ არაა აუცილებელია ორი ქვეყანა გეოგრაფიულად ახლოს მდებარეობდეს, მთავარია მათი მისწრაფებები იყოს ახლოს. საქართველო და უნგრეთი გახლავთ ძალიან ახლო ქვეყნები კულტურული თვალსაზრისითაც. ჩვენ, უნგრეთის წარმომადგენლებმა, შეგვიძლია ვიამაყოთ, ვინაიდან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობას ვეცნობით და ბევრი საერთო კულტურული მემკვიდრეობა გვაქვს.როცა ვემზადებოდი ამ ვიზიტისთვის, დავაფიქსირე რამდენიმე სიტყვა, რომელიც ფაქტობრივად, ორივე ენაში ერთი დ იგივე. ესაა-ხიდი, თეფში, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ენაც გარკვეულ დონეზე ემთხვევა ერთმანეთს “, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გააძევეს ხატია დეკანოიძე - ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა
კობახიძეს მიაჩნია რომ საკონსტიტუციო სასამართლოში არა ოპოზიციას არამედ უცხოურ აგენტურას კრძალავს
მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის დაკითხვაზე საკონსტიტუციომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)