|
2017-04-12 15:58:07, 2000 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
შავგულიძე კობახიძის განცხადებაზე: ასეთი შეურაცხმყოფელი მიმართვა ევროსასამართლოსადმი, ევროინტეგრაციის სურვილს ეწინააღმდეგება
"ასეთი კრიტიკული და შეურაცხმყოფელი მიმართვა ევროპული სასამართლოსადმი, ჩვენს ევროპაში ინტეგრაციის მისწრაფებას და სურვილს ეწინააღმდეგება",-ასე გამოეხმაურა "თავისუფალი დემოკრატების" წევრი შალვა შავგულიძე პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას. მისივე შეფასებით, შეურაცხმყოფელია ევროპული სასამართლოს მიმართ, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ევროპული სასამართლო მოექცა საქართველოდან გარკვეული ჯგუფების გავლენის ქვეშ, მიიღო არასწორი გადაწყვეტილება, და მთელ საქართველოს სჯერა, რომ საქართველოს სასამართლოთა გადაწყვეტილება, რომელიც შეაჩერა ევროპულმა სასამართლომ, კანონიერია. "ნამდვილად ვერ მოვუწონებ პარლამენტის თავმჯდომარეს ამ განცხადებას. ჯერ ერთი ეს არის შეურაცხმყოფელი გამონათქვამი ევროპული სასამართლოს მიმართ, ევროპულ სასამართლოს იმიტომ ენდობა მთელი ევროპა , რომ ის არ ექცევა ადვილად იქ გაგზავნილი რაღაც წერილების თუ ვიღაცების მცდელობებზე, მოაქციოს თავისი გავლენის ქვეშ. მის მიერვე ნათქვამი იყო, რომ ჩვენ ყველამ ვიცით, ეს ყველას თვალწინ მოხდა, რომ ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის „რუსთავი 2“ და სწორი გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს სასამართლოებმა, მათ შორის უზენაესმა. ესეც არის სწორედ ჩარევა, სასამართლო ხელისუფლებაში, ჩვენ ქართული ოცნების ხელისუფლების ასეთ მესიჯებს ყველა ინსტანციის განხილვის პროცესში ვისმენდით, ეს იყო პირდაპირ წაქეზება სასამართლოსი, რომ ხელისუფლება პოლიტიკური თქვენს გვერდით დგას, და მიაკუთვნეთ „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს, ასეთი მხარდამჭერი მესიჯები, რომ რა ვქნათ არ ვენდოთ სასამართლოს? დავაცადოთ სასამართლოს, არ გამოვთქვათ კრიტიკული აზრი სასამართლოზე. სასამართლო ცდება ხანდახან, იმიტომ არის ევროპული სასამართლო ევროპის მასშტაბით, რომ ის არის უმაღლესი ინსტანცია, მან გაასწოროს ეს შეცდომები და ასეთი მოხსენიება ევროპული სასამართლოს მიმართ, რომ იცით რა ჩვენ გვჯერა, ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება აბსოლუტურად სწორია, და მთელ საქართველოს სჯერა, ჯერ ერთი ასე არ არის, ამის სჯერა მხოლოდ ქართულ ოცნებას და ქართული საზოგადოების უდიდეს ნაწილს კი სჯერა, რომ არანაირად არ ეკუთვნის ქიბარ ხალვაშს და ეს გადაწყვეტილება არასწორია და პოლიტიკური ზეწოლის შედეგად მიიღო ქართულმა სასამართლომ. ეს არასწორი მესიჯია საერთოდ ევროპული საზოგადოებისთვის, ევროპული ოჯახისთვის",-აღნიშნა შავგულიძემ.
საკონსტიტუციო სასამართლოს წინ ხალხი იკრიბება, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ქვეყნის მასშტაბით სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 62 პირია
აქტივისტმა თამარ ლორთქიფანიძემ საპატიმრო დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)