|
2017-04-12 12:37:52, 2204 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
შავგულიძე ქორწინების დეფინიციაზე: „ოცნება“ არასწორი წინასაარჩევნო კამპანიის ტყვეობაში მოექცა
„თავისუფალი დემოკრატები“ კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიციის ასახვას მხარს არ უჭერენ. პარტიის პოზიცია ჟურნალისტებს შალვა შავგულიძემ გააცნო. შავგულიძის აზრით, „ქართული ოცნება“ ქორწინების დეფინიციასთან დაკავშირებით „არასწორი წინასაარჩევნო კამპანიის ტყვეობაში მოექცა“. „წინასაარჩევნოდ გააკეთა ასეთი დანაპირები იმ მოტივაციით, თითქოს „ქართული ოცნება“ ზრუნავს ქართულ ოჯახზე, სინამდვილეში, კონსტიტუციაში ამის ასახვის საჭიროება არ არის, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსით აბსოლუტურად მოწესრიგებულია. ამავდროულად ეს სამართლებრივ პრობლემებს აჩენს, ვინაიდან როდესაც კონსტიტუციის რანგში განსაზღვრავ შენ ქალისა და მამაკაცის კავშირად ქორწინებას, ასეთ შემთხვევაში უკვე საჭირო ხდება ძალიან მკაცრი სამართლებრივი რეგულაციების არსებობა. როცა გენდერული იდენტობის სხვადასხვა სახეები არსებობს, ამან შეიძლება კონკრეტულ შემთხვევებში სერიოზული სამართლებრივი პრობლემებიც გააჩინოს. ეს იყო მცდარი დანაპირები, არასაჭირო, ასე ბევრ რამეზე შეიძლება იყოს მოსაზრება, მაგრამ ყველაფრის კონსტიტუციით რეგლამენტირება არ უნდა მოხდეს. დღეს „ქართული ოცნება“ თავად არის ამ დანაპირების ტყვეობაში. ჯერ იყო საუბარი ოჯახთან დაკავშირებით დეფინიციაზე, შემდეგ ქორწინებაზე ჩამოყალიბდნენ“, - განმარტა შალვა შავგულიძემ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)