|
2017-04-12 12:08:02, 2525 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
პრემიერი: 2017-2020 წლებში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 10 მილიარდ ლარამდე დაიხარჯება
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 2017-2020 წლებში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 10 მილიარდ ლარამდე დაიხარჯება. როგორც პრემიერმა 2017-2020 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე აღნიშნა, ქვეყნის ინფრასტრუქტურული განვითარების გეგმა 2500 პროექტის განხორციელებას ითვალისწინებს. კვირიკაშვილის თქმით, მიმდინარე წელს მილიარდ 260 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაო განხორციელდება. „ჩვენ წარმოგიდგენთ 2017-2020 წლების განმავლობაში დაგეგმილი 2500 პროექტის სტრატეგიულ გეგმას, რაც გულისხმობს 1000 კილომეტრი საავტომობილო გზის მშენებლობა-რეკონსტრუქციას, დამატებით 500 ათასი ადამიანისთვის 24 საათიანი წყალმომარაგების უზრუნველყოფას, ნაგავსაყრელების პრობლემის გადაწყვეტას მთელ საქართველოში და კიდევ მრავალ ძალიან მნიშნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს. ამ 2500 პროექტისთვის უპრეცედენტო მოცულობის ინვესტიციას ვახორციელებთ, 2017-2020 წლებში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 10 მილიარდ ლარამდე დაიხარჯება, ხოლოდ 2017 წელს მილიარდ 200 60 მილიონი ღირებულების სამუშაო განხორციელდება. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციას, ვინც მხარში გვიდგას ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში“,- განაცხადა პრემიერმა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)