15:40 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-11 20:29:28, 2290 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
დოლიძე პარლამენტის შესაძლო გადატანაზე: ამგვარი შესაძლებლობა თუ გაჩნდება, წინააღმდეგი არ ვარ

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ვიქტორ დოლიძის განცხადებით, თუ გადაწყდება, რომ პარლამენტი თბილისშიც და ქუთაისშიც იყოს, ის ამის წინააღმდეგი არაა.

როგორც მინისტრმა "ექსპრესნიუსთან" საუბარში აღნიშნა, ხელისუფლება დანაპირებს ქუთაისის განვიტარებასთან დაკავშირებით არ ივიწყებს.

"ყოველთვის მქონდა ჩემი დამოკიდებულება პარლამენტის ქუთაისში ყოფნასთან დაკავშირბით. პოლიტიკურ განცხადებებს არ ვაკეთებ და არც ახლა მინდა, რომ გავაკეთო. თუმცა მე რამდენადაც გავიგე, ჩანაწერში არის საუბარი, რომ პარლამენტი იყოს ქუთაისშიც და თბილისშიც. ამგვარი შესაძლებლობა თუ გაჩნდება, მიუხედავად იმისა, რომ აღარ ვარ პარლამენტარი, არ ვიქნებოდი წინააღმდეგი და ასე ვფიქრობ. ის, დანაპირები რომელიც ხელისუფლებამ განაცხადა ქუთაისის და საერთოდ რეგიონის განვითარებასთან დაკავშირებით, შესრულდება. მიმდინარეობს ამაზე მუშაობა, მე ეს დანამდვილებით ვიცი და ძალიან მალე, რამდენიმე წელიწადში ის თავის შედეგს აუცილებლად გამოიღებს", - აღნიშნა მინისტრმა. 

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის ადგილმდებარეობა შესაძლოა, კონსტიტუციით აღარ იყოს განსაზღვრული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics