13:56 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-11 17:46:40, 1808 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
ნარმანია: ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების მიმართულებით ჩემი წინასაარჩევნო დაპირება შევასრულე

საკრებულოში თბილისის მერის 2016 წლის ანგარიშის წარდგენისას, ყურადღება ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტზე, ჯანდაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფაზე გამახვილდა.

როგორც აღინიშნა, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა 2016 წელს 31 პროგრამა განახორციელა, რომლის ბიუჯეტი 70 395 101 ლარი იყო, ბიუჯეტის შესრულების საკასო მაჩვენებელმა კი 70 193 163 ლარი (99.7%) შეადგინა.

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, 2016 წელს ჯანდაცვის მიმართულებით 9 პროგრამა განხორციელდა, მათ შორის 2 ახალი პროგრამის განხორციელება დაიწყო. პირველი „ძუძუს კიბოს ადრეული სტადიის მკურნალობის დაფინანსების პროგრამა“ და მეორე - „ორთოპედიულ დაავადებათა სკრინინგისა და აღდგენითი თერაპიის“ საპილოტე პროგრამა.

თბილისის მერის განცხადებით, ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების მიმართულებით მისი ყველა  წინასაარჩევნო დაპირება შესრულებულია.

„დღეს ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების მიმართულებით ყველა ჩემი წინასაარჩევნო დაპირება შესრულებულია! ავამოქმედეთ ახალი პროგრამები და გავაორმაგეთ უკვე არსებულების დაფინანსება! დედაქალაქის ახალი მთავრობის ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა 10 ახალი პროგრამის განხორციელება დაიწყო, რამაც მნიშვნელოვნად შეამსუბუქა ჩვენი თანამოქალაქეების ყოფა ამ მიმართულებებით“,-განაცხადა დავით ნარმანიამ.

ანგარიშის პრეზენტაციისას, თბილისის მერმა  დამსწრე საზოგადოებას იმ სოციალური პროგრამების ვრცელი ჩამონათვალი წარუდგინა, რომელსაც თბილისის მერია 2016 წელს უწევდა ადმინისტრირებას.                                                                                                    

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერი წარმომადგენლობით ორგანოში დღეს მეშვიდედ მივიდა. დავით ნარმანია მერად არჩევის შემდეგ ინიციატივით გამოვიდა, რომ თბილისის მერს ბიუჯეტი საკრებულოში ყოველწლიურად პირადად წარედგინა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics