02:40 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-24 13:44:03, 2147 ნახვა

მსოფლიო
ლონდონში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით კიდევ ორი პირი დააკავეს

დიდი ბრიტანეთის სამართალდამცველებმა ლონდონის ტერაქტთან კავშირში კიდევ 2 ეჭვმიტანილი დააკავეს, - ამის შესახებ Reuters იუწყება.

ადგილობრივი სამართალდამცველების ინფორმაციით, მომხდარ ტერაქტთან დაკვშირში სულ 9 ადამიანია დაკავებული.

მათივე თქმით, გამოძიება მიმდინაროებს და შესაბამისი უწყებები, თავდამსხმელის მოტივებისა და თანამზახველების შესახებ იფრომაციის გარკვევას ცდილობენ.

"გვინდა გავარკვიოთ მოქმედებდა თუ არა თავდამსხმელი მარტო თუ მას თანამზრახველები ჰყავდნენ. დასადგენია, იყო თუ არა ის უშუალოდ ტერორისტული დაჯგუფების წევრი თუ უბრალოდ პროპაგანდის შედეგად დაესხა თავს მოქალაქეებს", - აცხადებენ ბრიტანეთის პოლიციაში.

ცნობისთვის, ლონდონის ტერაქტის თავდამსხმელი 52 წლის ჰალიდ მასუდია, რომელიც დიდი ბრიტანეთის საგრაფოში დაიბადა. მასუდი სამართალდამცველებისთვის ცნობილი პირი იყო. ის რამდენჯერმე იყო დაკავებული იარაღის უკანონო ტარების, ძალადობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის გამო. გარდა ამისა, სამართალდამცველების თქმით, ბირმინგემსა და ლონდონში ჩატარებული რეიდის შედეგად 8 ადამიანი დააკავეს, ტერაქტთან კავშირის გამო. 

შეგახსენებთ, რომ ლონდონში თავდამსხმელი ავტომობილით ქვეითებს დაეჯახა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი პოლიციელი. ამის შემდეგ მამაკაცმა ცივი იარაღით ერთ-ერთ პოლიციელს, რომელიც პარლამენტის შენობას იცავდა, რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და პარლამენტისკენ გაიქცა, რა დროსაც სამართალდამცველებმა მისი ლიკვიდაცია მოახდინეს. თავდასხმის შედეგად სულ 6 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 1 პოლიციელი და თვითონ თავდამსხმელი, 40-მდე ადამიანი კი მძიმედ დაშავდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. სკოტლანდ-იარდმა ინციდენტს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი თავდასხმის დროს პარლამენტის შენობაში იმყოფებოდა, თუმცა ის მალევე უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტერაქტის დროს დაშავებულთა და გარდაცვლილთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics