05:47 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-22 12:32:13, 1087 ნახვა

საზოგადოება
პროექტის „სამართლის ზამთრის სკოლა სტუდენტებისათვის“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართება

22 მარტს, 15:00 საათზე,  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (ჭავჭავაძის გამზ. #32, B კორპუსი B 202-ე აუდიტორია) გაიმართება  დასკვნითი ღონისძიება პროექტის „სამართლის ზამთრის  სკოლის სტუდენტებისათვის.“

პროექტი განხორციელდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა  საქალაქო სამსახურისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  სამართლის სკოლის მხარდაჭერით „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის“ მიერ.

პროექტის დასკვნით ღონისძიებაზე დამსწრე აუდიტორია  გაეცნობა შემაჯამებელ პრეზენტაციას,  რომელშიც დეტალურად იქნება წარმოდგენილი ყველა ის აქტივობა, რომელიც განხორციელდა პროექტის „სამართლის ზამთრის სკოლა სტუდენტებისათვის“ ფარგლებში.

პროექტის მონაწილე ყველა სტუდენტს გადაეცემა სერტიფიკატი, წარმატებულებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა  საქალაქო სამსახურის წარმომადგენელი გადასცემს ქინდლებსა და სხვა საჩუქრებს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სახელით გადაეცემათ ასევე ფასიანი პრიზები.

პროექტის დასკვნით ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმართა შორის არიან: ქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა  საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი ირაკლი ფორჩხიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  პროფესორ-მასწავლებლები, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები პროექტის მიმდინარეობაში. პროექტის მონაწილე სტუდენტები, ,,საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის” წარმომადგენლები.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics