05:47 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-21 18:25:46, 1313 ნახვა

საზოგადოება
შსს ბერა ივანიშვილთან ინციდენტის გამო, პოლიციელების გათავისუფლებას სიცრუეს უწოდებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო "მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ბერა ივანიშვილთან დაკავშირებული ინციდენტის გამო შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოდან დათხოვნილი იქნა 9 თანამშრომელი, სიცრუეს უწოდებს.

ამის შესახებ უწყების განცხადებაშია აღნიშნული.

"აღნიშნული ინფორმაცია სრული სიცრუეა. კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არც ერთ სამმართველოში ბერა ივანიშვილთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტს ადგილი არ ჰქონია და არ ფიქსირდება არც ერთი ფაქტი, რომელსაც აღნიშნულ პირთან რაიმე სახით შემხებლობა ექნებოდა.

ამასთან, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია იმის თაობაზეც, რომ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოდან დათხოვნილი იქნა 9 თანამშრომელი.

აქვე განვმარტავთ, რომ პოლიციის დეპარტამენტებსა და სამმართველოებში, ოპერატიული საქმიანობის სპეციფიკიდან და სხვა ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, საკადრო გადაადგილებები პერიოდულად ხორციელდება.

ამასთან, შევნიშნავთ, რომ არც ერთ პირს, ვინც თითქოსდა მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მედიასაშუალებებით კომენტარს აკეთებს, არანაირი შეხება არ აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. შესაბამისად, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ მსგავსი განცხადებები მხოლოდ შსს-ს დისკრედიტაციას და კონკრეტულ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება", - წერია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics