|
2017-03-21 17:32:32, 1464 ნახვა
საზოგადოება
თბილისის საჯარო ბაღებში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კვირეული დაიწყო
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღები დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს სხვადასხვა სახის სახალისო და საინტერესო აქტივობით შეუერთდნენ. ღონისძიება სლოგანით „ჩვენ ერთად ვქმნით ფერად სამყაროს“ N112-ე ბაგა-ბაღში გაიმართა და მას თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა დაესწრო. ბაღში შემოქმედებითი საქმიანობისათვის რამდენიმე სივრცე მოეწყო, სადაც ბავშვებმა კინეტიკურ-სენსორული ქვიშისგან, ყალიბების დახმარებით, ლამაზი ფიგურები გამოძერწეს, დახატეს და გააფერადეს დაუნის სინდრომის მსოფლიოს დღის მთავარი სიმბოლო - ფერადი წინდები. თბილისის საჯარო ბაღებში ამჟამად განსაკუთრებული საჭიროების მქონე 770 აღსაზრდელი ირიცხება და ეს რიცხვი წინა წლებთან შედარებით, გაორმაგებულია, რაც, თავის მხრივ, საბავშვო ბაღებში გატარებული არა ერთი რეფორმის შედეგია. 2016 წლიდან თბილისის ყველა საჯარო ბაღში მუშაობენ ფსიქოლოგები, ლოგოპედები და სპეც.პედაგოგები, რომელთა მთავარი ფუნქცია სწორედ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან ინდივიდუალური მუშაობაა. ამასთან, მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ასაკობრივი ზღვარი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების ბაღებში რეგისტრაციისათვის 6-დან 7 წლამდე გაიზარდა. (NS)
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)