|
2017-03-21 16:35:06, 1373 ნახვა
საზოგადოება
ხმაური მთავრობის ადმინისტრაციასთან - ბავშვთა სამყაროს მოვაჭრეები კარვების გაშლას ცდილობენ
მთავრობის ადმინისტრაციასთან ბავშვთა სამყაროს დაზარალებულ მოვაჭრეებსა და სამართალდამცველებს შორის მცირე დაპირისპირება მოხდა. მოვაჭრეები ადმინისტრაციასთან კარვების გაშლას ცდილობენ, რის საშუალებასაც მათ პოლიცია არ აძლევს. „ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებულმა მოვაჭრეებმა გუშინ თბილისის მერიისგან მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ კარვების გაშლის ნებართვა მოითხოვეს, თუმცა თანხმობა ვერ მიიღეს. აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ მთავრობამ პირველ რიგში დაზარალებულების სტატუსი უნდა მიანიჭოთ და პირველადი კომპენსაციის სახით 5 000 ლარი გადაუხადონ. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მოვაჭრეები მასშტაბურ აქციებს აანონსებენ. შეგახსენებთ, ხანძარი შენობაში 30 იანვარს გაჩნდა. „ბავშვთა სამყაროს“ შენობა და საბითუმო ბაზრობის ტერიტორია ხანძრის შედეგად თითქმის სრულად განადგურდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 187-ე მუხლით აღძრა, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს.
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)