05:17 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-21 16:19:59, 1194 ნახვა

საზოგადოება
პრეზიდენტი: საზღვრის დაცვა ის უწმინდესი საქმეა, საიდანაც ჩვენი ქვეყნის მთლიანობისთვის ბრძოლა იწყება

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს მესაზღვრეებს პროფესიული დღე სადახლოდან მიულოცა, თავდადებული შრომისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სამშობლოს დაცვა სწორედ საზღვრის დაცვიდან იწყება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა სადახლოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე, თანამედროვე სტანდარტების, ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საზღვრის კონტროლის ელექტრონული სისტემა დაათვალიერა, ამერიკელ პარტნიორებს საქართველოს საზღვრის დაცვის უწყების დახმარებისათვის მადლობა გადაუხადა და მესაზღვრეებს სიტყვით მიმართა.

"თქვენთან ერთად მინდა მივესალმო ყველა მესაზღვრეს და მივულოცო პროფესიული დღე.

ძალიან მნიშვნელოვანია ის სამსახური, რომელსაც თქვენ სამშობლოს უწევთ. ჩვენი სამშობლოს საზღვრის დაცვა ის უწმინდესი საქმეა, საიდანაც იწყება სამშობლოს დაცვა, საიდანაც იწყება ჩვენი ქვეყნის მთლიანობისთვის ბრძოლა.

შენი ქვეყნის საზღვარი არის როგორც შენი სახლის, როგორც შენი ოჯახის კედელი, რომლის გადმოლახვის უფლებაც არავის არ უნდა ჰქონდეს, რომლის მტრული მიზნებით გადმოლახვისთვისაც ყველა სასტიკად უნდა დაისაჯოს.

მინდა თითოეულ თქვენთაგანს მადლობა ვუთხრა იმ მძიმე და რთული სამსახურისთვის, რომელსაც თქვენ სამშობლოს უწევთ.

მე აქ ვიყავი ორი წლის წინ და დღეს მიხარია იმ ახალი ტექნოლოგიების ნახვა, რომლითაც კონკრეტულად საზღვრის ეს მონაკვეთია აღჭურვილი.

დღეს ქართველი მესაზღვრეები იმ გმირული შრომის პარალელურად, რომელსაც ისინი ყოველდღიურად ჩვენს ქვეყანას უძღვნიან, ასევე ავითარებენ საზღვრის კონტროლის ახალ ტექნოლოგიებს.

ეს საზღვარი, რომელიც სწორედ ამ ახალი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. ეს არის მოდელი იმისა, როგორ იქნება დაცული საქართველოს საზღვრის ყოველი მეტრი.

მე მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს პარტნიორებს, განსაკუთრებით, შეერთებული შტატებიდან და ევროკავშირიდან, ასევე ჩვენი სტრატეგიულად მოკავშირე ქვეყნებიდან, რომლებიც გვეხმარებიან ამ მიმართულებით.

და ყველაზე მეტი მადლობა მინდა გითხრათ თქვენ, ადამიანებს, ვინც სამშობლოს დაცვას და სამშობლოს საზღვრის დაცვას თავის ენერგიას, თავის ძალისხმევას ახმარს ყოველდღე.

მადლობა სამსახურისთვის ჩემგან პირადად და საქართველოს თითოეული მოქალაქისგან, მისი მშვიდი ძილიც, მისი მოღვაწეობაც დამოკიდებულია თქვენს ფხიზელ მზერაზე. დიდი მადლობა და გილოცავთ კიდევ ერთხელ'', - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics