|
2017-03-21 16:03:15, 1212 ნახვა
საზოგადოება
მსჯავრდებულთა ფსიქო-სარეაბილიტაციო პროგრამები საერთაშორისო კონფერენციაზე განიხილეს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მღებრიშვილმა საერთაშორისო კონფერენციაში „პატიმრობის ალტერნატიული სასჯელები და ნარკოდამოკიდებულების მკურნალობა პენიტენციურ დაწესებულებებში“ მიიღო მონაწილეობა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენცია ევროპის საბჭოს პომპიდუ ჯგუფისა და ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს მიერ ერთობლივად ტარდება. მათივე ინფორმაციით, ევროპის კავშირის სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა სოციალური ინკლუზიის პოლიტიკაა, რომლის ძირითადი მიზანია „ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა, შეიქმნან ღირსეული ცხოვრების პირობები, მოახდინონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაცია.“ ქართულ პენიტენციურ სისტემაში კონკრეტული სერვისების დასანერგად მოხდა საერთაშორისო სტანდარტების შესწავლა, რის შედეგადაც შემუშავდა სახელმძღვანელო პენიტენიურ სისტემაში ნარკოტიკებზე დამოკიდებულების მქონე პატიმართა ფსიქო-სოციალური სარეაბილიტაციო პროგრამები.“ გარდა ამისა, გასულ წელს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ფსიქო-სოციალური სარეაბილიტაციო პროგრამების საჭიროების კვლევა ჩატარდა, მისი შედეგების მიხედვით კი განისაზღვრა წამალდამოკიდებულ პირთა ზრუნვის ციკლი. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მღებრიშვილმა მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და თავდაპირველად ევროპის საბჭოს პომპიდუ ჯგუფს ციხეებში ნარკოდამოკიდებულების მკურნალობისა და პატიმრობის ალტერნატიული სასჯელების თემატიკაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებების ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა. „მუშავდება და ინერგება ნარკოტიკებზე დამოკიდებულების მქონე მსჯავრდებულთა ფსიქო-სარეაბილიტაციო პროგრამები. ფსიქო-სარეაბილიტაციო პროცესის ეფექტიანად განხორციელება ამცირებს მსჯავრდებულთა მხრიდან არასათანადო ქცევის რისკს, ხელს უწყობს მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობას და ზოგადად ამცირებს განმეორებითი დანაშაულის ჩადენის რისკს. აღსანიშნავია, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს და სისტემამ საკმაოდ დიდი პროგრესი განიცადა ნარკოლოგიური სერვისების გაუმჯობესების კუთხით.ვიმედოვნებთ, აღნიშნულ პროცესში, მომავალშიც აქტიური მხარდაჭერა გვექნება როგორც ევროპის საბჭოს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისმხრიდან",--განაცხადა თეიმურაზ მღებრიშვილმა. პომპიდუ ჯგუფის პროექტის მთავარი კონსულტანტის რობერტ ელსროუს განცხადებით აღნიშნული კონფერენციის თემატიკა პატიმრობის ალტერნატიული ღონისძიებები და ნარკოდამოკიდებულების მკურნალობაა. „კონფერენციაზე მოწვეული გვყავს სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის ბელორუსიდან, სომხეთიდან, მოლდოვადან და უკრაინიდან. საერთაშორისო კონფერენცია ორდღიანია და ის ხვალ დასრულდება. ღონისძიებას სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, ევროსაბჭოს, ევროკავშირის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)