|
2017-03-21 15:12:37, 1254 ნახვა
საზოგადოება
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ სოციალური მუშაკები დააჯილდოვა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ სოციალურ მუშაკთა საერთაშორისო დღე აღნიშნა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებაზე, რომელსაც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილი, პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზაზა გრიგოლია, მთავრობის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ხაზი გაესვა სოციალურ მუშაკთა უმნიშვნელოვანეს როლს პენიტენციური და პრობაციის სისტემების წარმატებით საქმიანობაში. როგორც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ, ზვიად მიხანაშვილმა აღნიშნა, პრობაციისა და პენიტენციური სისტემის ყველა სოციალური მუშაკი აცნობიერებს საკუთარი საქმიანობის სირთულესა და პასუხისმგებლობას. „სოციალურ მუშაკთა პასუხისმგებლობა ამაღლდა მას შემდეგ, რაც ჩვენს მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ამოქმედების შემდეგ, სოციალური მუშაკები წინასასამართლო პროცესში ჩაერთვნენ, რაც გულისხმობს იმას, რომ მოსამართლე მხოლოდ არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით მიიღებს გადაწყვეტილებას. ეს პრაქტიკა უკვე კარგად არის აპრობირებული ქართულ მართლმსაჯულებაში და უახლოეს მომავალში ანალოგიური პრაქტიკის გამოყენებას სრულწლოვანებთანაც ვგეგმავთ,“- განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა. ევროკავშირის პროექტის უფროსმა რანდელ ბაროუზმა ხაზგასმით აღნიშნა ის პროგრესი, რაც მიღწეულია საქართველოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში. „დღეს არა მარტო სოციალურ მუშაკთა საერთაშორისო დღეს, არამედ იმ პროგრესსაც აღვნიშნავთ, რომელსაც საქართველოს სოციალურ სფეროში ვხედავთ. მისასალმებელია, რომ რეაბილიტაციას საქართველოს მთავრობის დღის წესრიგში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ეს მხოლოდ დამნაშავეებისადმი გაწული დახმარება კი არა, განმეორებითი დანაშაულის პრევენციაცაა. სოციალურ მუშაკთა სამუშაო მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ისინი ცდილობენ დამნაშავეთა მოტივირებას, შეიცვალონ და კანონმორჩილი მოქალაქეები გახდნენ. გარდა ამისა, მათ საქმიანობაში მნიშვნელოვანია ერთგვარი ბალანსის დაცვა მსჯავრდებულებზე ზრუნვასა და იმ სასჯელს შორის, რომელიც დამნაშავეს სასამართლომ შეუფარდა,“ _ განაცხადა რანდელ ბაროუზმა. ღონისძიებაზე პრობაციისა და პენიტენციური სფეროების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ათი სოციალური მუშაკი და რვა დონორი ორგანიზაცია დაჯილდოვდა. ღონისძიება ევროკავშირის EU4Justice პენიტენციური და პრობაციის სისტემების მხარდაჭერის პროექტის ხელშეწყობით განხორციელდა. (NS)
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)