05:16 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-21 14:12:29, 1151 ნახვა

საზოგადოება
აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა დაუნის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად დაუნის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ,,საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის’’ ინიციატივით აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის, აჭარის ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროს ორგანიზებით განხორციელდა.

ღონისძიებაში ,,ჩაქვის სარეაბილიტაციო ცენტრის“, ბათუმის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის ბავშვები მონაწილეობდნენ.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სპეციალური მაისურებით მსვლელობა, დარიგდა ფლაერები. ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა თეატრში დაუნის სინდრომის მქონე და შშმ ბავშვებისთვის სპექტაკლი ჩატარდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღონისძიების მიზანი ერთი მხრივ საზოგადოების ინფორმირება, ცნობიერების ამაღლება და მხარდაჭერის მოპოვებაა, ხოლო მეორე მხრივ კი - დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა საზოგადოებაში ინტეგრაციას, მათი სრულფასოვანი ცხოვრების ხარისხის ზრდა.

„აჭარის სამედიცინო დაწესებულებების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით აჭარაში სულ რეგისტრირებულია 33 დაუნის სინდრომის მქონე პირი, მათ შორის 25 - 15 წლამდე ასაკისაა. 2017 წლის მესიჯია - „ჩემი ხმა საზოგადოებაში“. იგი ინიცირებულია დაუნის სინდრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ. უკვე მეოთხე წელია, რაც დამკვიდრდა უთვალავი წინდის ტრადიცია „Lot`s of Socks“, რომლის მიზანიც მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვაა. ფერადი წინდის უცნაური ტარებით ადამიანები იქცევენ გარშემომყოფთა ყურადღებას და ხდებიან ინფორმაციის გამავრცელებლები. დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა მსოფლიო დღის არსებობა გამოწვეულია სწორედ დაუნის სინდრომის მქონე პირთა მიმართ არსებული სტიგმებისა და სტერეოტიპების გამო მთელს მსოფლიოში. მიუხედავად იმისა, რომ ცივილიზებული სამყარო ძალიან ბევრს შრომობს დს ადამიანთა სრულფასოვან ინტეგრაციასა და ჰარმონიულ თანაცხოვრებაზე საზოგადოებაში, პრობლემები საზოგადოების მხრიდან სტიგმები და გაუცხოება მაინც არსებობს“, - აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

21 მარტი - გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა და მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, აღინიშნება.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics