04:13 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-21 12:57:55, 1249 ნახვა

საზოგადოება
მსოფლიოში მოსახლეობის ბედნიერების ინდექსით, საქართველო 125-ე ადგილზეა

მსოფლიოში მოსახლეობის ბედნიერების ინდექსით საქართველო 125-ე ადგილზეა, - ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

World Happiness Report-ის რეიტინგში პირველ ადგილს ნორვეგია იკავებს. ლიდერების სიაში ასევე დანია და ისლანდია შედიან და 2-3 ადგილს ინაწილებენ. 10-ეულში ასევე შედიან: შვეიცარია, ფინლანდია, ნიდერლანდები, კანადა, ახალი ზელანდია, ავსტრალია და შვედეთი.

როგორც Deutche Welle წერს, ამერიკის შეერთებული შტატები ის ქვეყანაა, სადაც ბედნიერების ინდექსი ყოველწლიურად იკლებს.

რეიტინგიდან ირკვევა, რომ გერმანიის მოსახლეობა ბედნიერების ინდექსით მე-16 ადგილზეა, აშშ - მე-14, ამასთან, როგორც მკვლევარები აღნიშნავენ, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ამერიკელების შემოსავალი ყოველწლიურად იზრდება, მათი ბედნიერების ინდექსი იკლებს. უკრაინა კი 132-ე ადგილს იკავებს, ბელარუსი 67-ე, ყაზახეთი 60 ადგილს იკავებს, ხოლო რუსეთი 49-ე ადგილზეა.

World Happiness Report-ის მკვლევარებმა, ის 3 ქვეყანაც დაასახელეს, სადაც მოსახლეობის ბედნიერების ინდექსი ყველაზე დაბალია. ესენია: ტანზანია - 153 ადგილი, ბურუნდი 154 ადგილი და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა - 155 ადგილი.

მედია საშუალების ინფორმაციით, World Happiness Report რეიტინგი გაერო-ს დაკვეთით მომზადდა. საკვლევ პერიოდად 2014-2016 წლები იყო არჩეული. მკვლევარებმა რეიტინგი იმის მიხედვით შეადგინეს, თუ რამდენად ენდობა მოსახლეობა მთავრობას, რამდენად კარგ პირობებში ცხოვრობს, როგორია სიცოცხლის ხანგრძლივობა, საქველმოქმედო საქმიანობის არსებობა და მთავრობის მხრიდან სოციალური დახმარება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics