20:45 - 31 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-21 09:48:47, 1471 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში ქარის სიმძლავრემ გრიგალის ნიშნულს მიაღწია - 23 მარტიდან გამოიდარებს

თბილისში ქარის სიმძლავრემ რამდენიმე საათის წინ გრიგალის ნიშნულს მიაღწია.

როგორც "ექსპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრში განუცხადეს, ხანმოკლე დაქროლვა დაფიქსირდა, რომლის სიჩქარე 32 მეტრი წამში იყო, რაც გრიგალის კატეგორიას განეკუთვნება.

მათივე თქმით, კიდევ ერთი მაღალი მაჩვენებელი, 24 მეტრი წამში ვაშლიჯვრის ჰიდრომეტეოროლოგიურ სადგურზე დაფიქსირდა. თუმცა, ცენტრის ინფორმაციით, პიკი ამ დროისთვის გადავლილია და აღარ განმეორდება. 

აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში ქარი შენარჩუნდება დღეს ღამით და ხვალ დილითაც, ზოგან ძლიერი, 20-25 მეტრი წამში, თუმცა მისი სიმძლავრე ხვალ საღამოსთვის შესუსტდება. 

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 23 მარტიდან გამოიდარებს და ტემპერატურა 16 გრადუსს მიაღწევს. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics