03:47 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-20 11:37:00, 1212 ნახვა

საზოგადოება
აუდიტმა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში დარღვევა-ნაკლოვანებები გამოავლინა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2015 წლის 1 იანვრიდან  2016 წლის 1 აპრილამდე პერიოდის შესაბამისობის აუდიტი. მათი ინფორმაციით, აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი დარღვევა-ნაკლოვანებები:

„სამსახურის მიერ არათანაბარი მიდგომებია ვეტერანების დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიღებისას. გადამისამართებულია ისეთი დაავადების მქონე ვეტერანების და მათი ოჯახის წევრების განცხადებები, როგორიცაა ონკოლოგიური დავადებები, გულის მწვავე დაავადებები, მედიკამენტებით უზრუნველყოფა, ქიმიოთერაპია, პნევმონია და ასე შემდეგ. მაშინ, როდესაც დაფინანსებულია ისეთი მომსახურება, როგორიცაა: სტომატოლოგიური,გინეკოლოგიური, საზღვარგარეთ ძვირადღირებული მკურნალობის ხარჯები და სხვა;

რიგ შემთხვევებში, დაფინანსებულია ისეთი ბენეფიციარების მკურნალობის ხარჯები, რომლებზეც არ დასტურდება, რომ მიეკუთვნებოდნენ მატერიალურად გაჭირვებულთა კატეგორიას. 23 შემთხვევაში დაფინანსებულია სამსახურის თანამშრომლები ჯამური თანხით 93.7 ათასი ლარი;

ზოგიერთ შემთხვევაში, დაფინანსებულია დაახლოებით ერთი წლის სამყოფი მედიკამენტები, ისე რომ არ არის ფორმა N100-ში მითითებული წამლის მიღების ხანგრძლივობა. არის შემთხვევა, როდესაც დაფინანსებულია ერთი და იგივე მოქმედების პრეპარატი ისეთი ოდენობით, რაც საკმარისი იქნებოდა ერთი ადამიანისთვის 10 წლის განმავლობაში;

სამსახურის ბიუჯეტიდან შპს „ლანცეტი“-სთვის ანაზღაურებულია ისეთი სახის ამბულატორიული და გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურებების ღირებულებები, რომელსაც სრულად (100%) ანაზღაურებდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა;

შშმ რეაბილიტაციის ცენტრისთვის ანაზღაურებულია 37 ბენეფიციარზე 42 ერთეული პროთეზის დამზადებისთვის 425.7 ათასი ლარი. იგივე მოცულობის საპროთეზო მომსახურების გაწევა ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის მეშვეობით შეადგენდა 323.0 ათასი ლარით ნაკლებს;

ადმინისტრაციული შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის სარეაბილიტაციო და სარემონტო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას საავანსო თანხის გადარიცხვა „კონვენტ ჯორჯია“-სთვის განხორციელებულია გარანტიის გამცემი ბანკის სანდოობის შესწავლის გარეშე. შედეგად, გარანტორი ბანკის მიერ ანაზღაურებული არ არის საავანსოდ გადარიცხული თანხიდან შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულება 363.3 ათასი ლარი“,-ნათქვამია აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics