|
2017-03-20 11:20:40, 1274 ნახვა
საზოგადოება
ეროვნული არქივი ზღაპრების ახალ აუდიოჩანაწერებს ქმნის
იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის პროექტი „ქართული ზღაპრები - აუდიობიბლიოთეკა" ახალი მიმართულებით გაგრძელდა. ათწლეულების წინათ ჩაწერილ ზღაპრების თანამედროვე მსახიობების წაკითხული 30-ზე მეტი ჩანაწერი დაემატება. ეროვნულმა არქივმა საკუთარ ფონდებში დაცული, სტუდია „მელოდიას" მიერ 1960-80-იან წლებში ჩაწერილი 100-მდე ზღაპრის აუდიოჩანაწერი ინტერნეტში თავისუფალი წვდომით 2014 წელს გამოქვეყნა. პროექტს დიდი დაინტერესება მოჰყვა, ამიტომ მისი გაგრძელება და ახალი ჩანაწერების შექმნა გადაწყდა. არქივის მოწვევით ბავშვებისათვის ზღაპრებს კითხულობენ ქართული კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობები - რუსუდან ბოლქვაძე, გია აბესალაშვილი, ქეთევან ჩხეიძე და რამაზ იოსელიანი. მათი ჩაწერა ეროვნული არქივის აუდიოსტუდიაში მიმდინარეობს. ახალჩაწერილი ზღაპრები ეროვნული არქივის საიტზე - www.archives.gov.ge და სოციალურ ქსელებში, ეროვნული არქივის ოფიციალურ არხებზე განთავსდება. ზღაპრები CD ფორმატშიც გამოიცემა და ხელმისაწვდომი გახდება ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონის მაღაზიაში. ზღაპრებთან ერთად, იგეგმება ქართული დიაფილმის ტექსტის ჩაწერაც. არქივში 150-ზე მეტი დიაფილმი ინახება და ამჟამად მათი ციფრული ვერსიები მზადდება. ტექსტების აუდიოვერსია ნახატებს შეერწყმება, რაც ახალ სიცოცხლეს შესძენს 1970-80-იან წლებში პოპულარულ მულტიპლიკაციური ფილმების ერთგვარ ნაირსახეობას. (NS)
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)