02:50 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-20 10:42:30, 1427 ნახვა

საზოგადოება
„სხვა საქართველო" - გამოფენა თიბისი გალერეაში

„სხვა საქართველო" - ასე ჰქვია ფოტოგამოფენას, რომელიც მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბ „თეთნულდის" ორგანიზებით ქუთაისში გაიხსნა. ექსპოზიციას თიბისი ბანკის საგამოფენო სივრცე მასპინძლობს და ის მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბის წევრების ირანში მოგზაურობას ასახავს.

გამოფენაზე 25 ფოტონამუშვარია წარმოდგენილი, რომელთა ნაწილი ფერეიდნელი ქართველების ცხოვრებას ასახავს. კლუბის წევრების თქმით,  ექსპედიციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ  ფერეიდნელი ქართველების გაცნობა და მათთან დამეგობრება იყო. 

ირანში მოგზაურობის იდეა „თეთნულდს"  ორი წლის წინ გაუჩნდა, 2017 წლის იანვარში კი ირანს 12 დღით ესტუმრა კლუბის  5 წევრი.  მათ ფერეიდნელ ქართველებთან ერთად დალაშქრეს მწვერვალი  მთაციხე და მარანჯაბის უდაბნოში იმოგზაურეს. ექსპედიციის წევრებმა ასევე დალაშქრეს მწვერვალი შაჰანყუფი, რომელიც ზღვის დონიდან  4040 მეტრის სიმაღლზე მდებარეობს.  ექსპედიციის წევრები ამბობენ, რომ მოგზაურობაც და გამოფენაც  სპარსეთში ქართველების გადასახლების 400 წლისთავს ეძღვნება.

(R)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics