|
2017-03-20 09:42:38, 1483 ნახვა
საზოგადოება
გაუგებრობა ბუქარესტში-რაგბი ევროპამ შეცდომით ჩემპიონად საქართველოს მორაგბეთა ნაკრები გამოაცხადა
რუმინეთის ნაკრებმა ბორჯღალოსნებს ბუქარესტში 8:7 აჯობა და 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა, რითაც 6-წლიანი შესვენების შემდეგ რაგბი ევროპის ჩემპიონატი (ყოფილი ერთა თასი) მოიგო და ბორჯღალოსნებთან საზიარო “ანთიმოზ ივერიალის თასი” შემართა. მატჩის შემდეგ გაუგებრობას ჰქონდა ადგილი. რადგან ორივე გუნდს თანაბარი სატურნირო ქულები დაუგროვდათ (19-19), ხოლო გატანილ-გაშვებულ ქულათა ბალანსი საქართველოს უკეთესი ჰქონდა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის თასი საქართველოს გადასცეს, მიულოცეს, სურათებიც გადაუღეს და ტაშიც დაუკრეს, მაგრამ დებულების თანახმად, თანაბარი ქულების პირობებში უპირატესობა ურთიერთშეხვედრებში მოპოვებულ გამარჯვებას ენიჭება, რაგბი ევროპამ შეცდომა მალევე გამოასწორა და მართალია მოგვიანებით, მაგრამ ჩემპიონად რუმინეთი დამსახურებულად გამოცხადდა. ამრიგად რაგბი ევროპის 2017 წლის ჩემპიონის ტიტული და საქართველო - რუმინეთის საზიარო, ‘ანთიმოზ ივერიელის’ თასი ერთი წლით ბუქარესტში დაიდებს ბინას. წინ ბორჯღალოსნებს ივნისის ტესტების კამპანია - ამერიკის ტურნე ელით. 10 ივნისს ჩვენი ნაკრები სტუმრად ჯერ კანადას ერკინება ქალგერიში, 17 ივნისს აშშ-ს ვეთამაშებით (ადგილი ჯერ არ დასახელებულა), ხოლო საზაფხულო ტესტების ბოლო ოფიციალურ ტესტში, 24 ივნისს პუმებთან სათამაშოდ არგენტინას ვესტუმრებით. ამ ტესტების გარდა ასევე დაგეგმილია, არაოფიციალური ორი, ამხანაგური მატჩი არგენტინა 15-თან და ურუგვაის ნაკრებთან. ამის შესახებ დაწვრილებით მოგვიანებით გახდება ცნობილი. სანაკრებო სეზონის დასრულებამდე შინ ბორჯღალოსნების ქომაგობის შესაძლებლობა ნოემბერში მოგვეცემა, თუმცა განრიგი ჯერ არაა დასახელებული. წყარო-საქართველოს რაგბის კავშირი
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)