20:00 - 31 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-18 13:27:17, 1515 ნახვა

საზოგადოება
ხარაგაულის თეატრის მსახიობებმა N5 პენიტენციურ დაწესებულებაში სპექტაკლი გამართეს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N 5 პენიტენციურ დაწესებულებას ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის მსახიობები ესტუმრნენ და მსჯავრდებულებისთვის სპექტაკლი ტრაგი-კომედია „დარისპანის გასაჭირი“ ითამაშეს.

თეატრალურმა დასმა დავით კლდიაშვილის მოთხრობის მიხედვით დადგმული სპექტაკლი ერთ მოქმედებად ითამაშა.

სპექტაკლის დასასრულს დაწესებულების დირექტორმა ნესტან ვერულაშვილმა  თეატრის დასს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა.

რეჟისორმა ირინე ჩხეიძემ მზადყოფნა გამოთქვა მომავალში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან ითანამშრომლოს.

„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. გვინდოდა, რომ ჩვენი სპექტალით მსჯავრდებული ქალბატონებისთვის სიხარული მიგვენიჭებინა. დაწესებულებაში ძალიან კარგი აუდიტორია დაგვხვდა. როგორც ვიცი, აქ არიან ქალბატონები შვილებთან ერთად. ჩვენ რეპერტუარში სხვადასხვა სპექტაკლი და ასევე თოჯინების თეატრი გვაქვს, ამიტომ სიამოვნებით ჩავატარებთ მომავალში მსგავს ღონისძიებას“, - განაცხადა ირინე ჩხეიძემ.

ღონისძიება ხარაგაულის სახალხო თეატრის ინიციატივითა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა და მისი მიზანია მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაცია.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics