02:29 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-18 11:27:58, 1240 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიაში თბილისის კერძო სკოლები ჩაერთნენ

შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიაში - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“, საკუთარი ინიციატივით, სკოლა-ლიცეუმი „პრომეთე“ და სკოლა-პანსიონი „IB მთიები” ჩაერთვნენ.

შსს-ს საპატრულო პოლიციის სპეციალურად გადამზადებულმა თანამშრომლებმა აღნიშნული სკოლების უმცროსკლასელებს საგზაო უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი გაკვეთილები ჩაუტარეს. მათ მოსწავლეებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები დეტალურად გააცნეს, ასევე, ქვეითთა უფლებებსა და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციის თემაზე ესაუბრნენ.

პატრულ-ინსპექტორებმა მოზარდების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს. შსს-ს წარმომადგენლებმა მეოთხე-მეხუთე კლასის მოსწავლეებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში დამზადებული სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ფართომასშტაბიანი კამპანია 2015 წელს დაიწყო. კამპანიის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics