|
2017-03-17 19:02:02, 1249 ნახვა
საზოგადოება
ახალი ზოოპარკის პირველი ბინადრები კავკასიის რეგიონის ცხოველები იქნებიან
თბილისის ზოოლოგიური პარკის ახალ ტერიტორიაზე პირველი ორი ვოლიერის მშენებლობა ზაფხულში დასრულდება. როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს, ახალი ზოოპარკის პირველი ბინადრები კავკასიის რეგიონში გავრცელებული ცხოველები დათვები, მგლები, ირმები და ნიამორები იქნებიან. მათივე ინფორმაციით, ვოლიერები გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) დაფინანსებით შენდება. „ახალი ზოოპარკის კონცეფცია ძველისგან სრულიად განსხვავებულია. ტერიტორია დაყოფილია ბიოგეოგრაფიული ზონების მიხედვით აზიის ტროპიკები, აფრიკის სავანა, სამხრეთ ამერიკის ჯუნგლები და სხვა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია კავკასიური ფაუნის ექსპოზიცია. მსოფლიოს არც ერთ ზოოპარკში არაა სრულყოფილად წარმოდგენილი ჩვენი რეგიონის კოლექცია. ჩვენი სურვილია, შევავსოთ ეს დანაკლისი და დამთვალიერებლის ყურადღება მივაპყროთ კავკასიის ფაუნის უნიკალურ წარმომადგენლებს, რომელთაგან ბევრი გადაშენების პირასაა. ახალ ტერიტორიაზე განვაგრძობთ ინტენსიურ მუშაობას საქართველოს წითელ ნუსხაში შეყვანილი ადგილობრივი სახეობების კეთილშობილი ირმისა და ნიამორის კონსერვაციის მიმართულებითაც“,- განაცხადა თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ. ცნობისთვის, მიმდინარე წელს ზოოპარკის ბიუჯეტში გათვალისწინებული 345 ათასი ლარით დამატებით კიდევ რამდენიმე ვოლიერი აშენდება. ამჟამად ახალი ზოოპარკის ინფრასტრუქტურის, ზონირებისა და ვოლიერების დეტალური გეგმა მზადდება. შემუშავებულ კონცეფციას თბილისის ზოოპარკი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად დაფინანსებისთვის საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს წარუდგენს. ახალი ზოოპარკი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენდება. ცხოველების ბუნებრივ საცხოვრებელ გარემოსთან მიმსგავსებული ვოლიერების დიდი ნაწილი თხრილებით, არხებითა და მსუბუქი კონსტრუქციებით შემოისაზღვრება. ვიზიტორები ახალი ზოოპარკის პირველი ბინადრების მონახულებას ვოლიერების დასრულებისთანავე შეძლებენ. ინფრასტრუქტურის სრულ მოწესრიგებამდე ცხოველების დათვალიერება საცხენოსნო ტურების ფარგლებშიც იქნება შესაძლებელი.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)