|
2017-03-17 17:30:35, 1301 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენი სახალხო დამცველის მხოლოდ ერთი ვადით არჩევას მხარს არ უჭერს
საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო მდივანის ეკა ფოფხაძის განცხადებით, ომბუდსმენი სახალხო დამცველის მხოლოდ ერთი ვადით არჩევასა და მის არჩევაში საპარლამენტო უმცირესობის სავალდებულო მონაწილეობას მხარს არ უჭერს. “სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშრებით, ის, რაც შემოთავაზებულია, ცვლილების სახით, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ამ ცვლილების განხორციელება მიზანშეწონილი არ არის. ჩვენ მოვიძიეთ ევროპის ქვეყნების გამოცდილება და უნდა აღინიშნოს, რომ უმრავლეს ქვეყანაში სახალხო დამცველის არჩევა ხდება ორი ვადით და მხოლოდ გამონაკლისია რამდენიმე ქვეყანა, სადაც სახალხო დამცველის არჩევა ხდება ერთი ვადით. ამ შემთხვევაში, ვადა არა 5 წელი, არამედ- 7, 8 და ზოგ შემთხვევაში, 10 წელია“, - აღნიშნა ეკა ფოფხაძემ. ცვლილების ინიციატორი, კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდეა. პარლამენტში ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ამწუთებშიც მიმდინარეობს.
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)