|
2017-03-17 15:04:35, 1305 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანია ირანის ელჩს შეხვდა
თბილისის მერი დავით ნარმანია ირანის ელჩს საქართველოში სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდს შეხვდა. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, დედაქალაქის მერიაში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა თეირანსა და თბილისს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე, ასევე, სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო თბილისსა და ირანის სხვა ქალაქებს შორის ერთობლივი პროგრამების განხორციელებას, მათ შორის, გამწვანების სფეროში გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობებს. „მოხარული ვარ, რომ თბილისსა და თეირანს შორის მჭიდრო კავშირები არსებობს და სამომავლოდ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება. გასულ წელს მე ოფიციალური ვიზიტით გახლდით თეირანში და ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ირანის დედაქალაქის გამწვანებამ. ჩვენ ვგეგმავთ, რომ გამწვანების პროექტები ერთობლივად განვახორციელოთ, რისთვისაც თეირანიდან ურბანული გამწვანების სპეციალისტები მოვიწვიეთ. ვფიქრობ, მათი გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანი იქნება,“ - განაცხადა თბილისის მერმა. ირანის ელჩის განცხადებით, ირანული მხარე დაინტერესებულია საქართველოსთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებით და მზად არის, მხარი დაუჭიროს ურთიერთსასარგებლო პროექტების განხორციელებას. სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდი საქართველოში ირანის ელჩის პოზიციას მიმდინარე წლის მარტიდან იკავებს. (NS)
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)