|
2015-04-03 16:44:15, 416 ნახვა
საზოგადოება
თსუ-ში სემინარი „საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია უსაფრთხოების გამოწვევების კონტექსტში“ ჩატარდა
საქართველოს ნატოში ინტეგრაცია: სად ვიმყოფებით ჩვენ? საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის მიმდინარე გამოწვევები; რუსეთთან ურთიერთობები საქართველოს ნატოში ინტეგრაციის ფონზე-ეს საკითხები განიხილეს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ სემინარზე: „საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია უსაფრთხოების გამოწვევების კონტექსტში“. სემინარი მისასალმებელი სიტყვით თსუ-ს რექტორმა აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ გახსნა. საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, დაფიქსირებულ პროგრესზე, სამომავლო გეგმებსა და უსაფრთხოების გამოწვევებზე სემინარის მონაწილეებთან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ისაუბრა. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ღირებულებები, ის უსაფრთხოების სისტემები, რომელზეც აგებულია ეს ორგანიზაცია. შესაბამისად, დღეს, საუბარი შეეხება იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს გააჩნია ორგანიზაციას, ახალ გამოწვევებს, რომელიც 21-ე საუკუნესთან ერთად დადგა მის წინაშე“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ სემინარის დაწყებამდე. ღონისძიების მონაწილეებს, ასევე, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ივლიანე ხაინდრავამ და საქართველოში რუმინეთის ელჩმა დუმიტრუ ბადეამ მიმართეს, ხოლო ბრიუსელიდან ვიდეომიმართვით ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი მიესალმა. შეხვედრაში უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები, ექსპერტები, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სემინარი საქართველოში ნატოს დღეების ფარგლებში გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)