|
2015-04-03 16:27:35, 711 ნახვა
საზოგადოება
პრემიერ-მინისტრი: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ აუტიზმის მქონე ადამიანებს განათლების და შრომის პირობები ჰქონდეთ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეს გამოეხმაურა. პრემიერის თქმით, მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ აუტიზმის მქონე ადამიანებს განათლებისა და შრომის პირობები ჰქონდეთ და საზოგადოებაში მათ ინტეგრირებას ხელი შეეწყოს. "ჩვენ გვერდით ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც განსაკუთრებული ყურადღება, მზრუნველობა და თანადგომა სჭირდებათ. ყოველი ჩვენგანის ვალია, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ თითოეულ მათგანს სრულად რეალიზების საშუალება მივცეთ. სამწუხაროდ, საქართველოში ასეთი ადამიანების მიმართ წლების განმავლობაში სტერეოტიპული დამოკიდებულება არსებობდა და მისასალმებელია, რომ ჩვენი საზოგადოება დღეს უფრო მეტად აცნობიერებს ამგვარი სტერეოტიპების რღვევის აუცილებლობას, უფრო ცივილიზებულად უდგება ამ საკითხს და მორალურად ეხმარება მათ. მთავრობამ კი ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ მათ ჰქონდეთ განათლებისა და შრომის პირობები და ხელი შეეწყოს საზოგადოებაში მათ ინტეგრირებას",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მისივე განმარტებით, საქართველოს მთავრობა, თბილისის მერიასთან ერთად, რამდენიმე თვეში სპეციალურ პროგრამას აამოქმედებს.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)